ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.
ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება შეიცვალოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ და ა. შ. ენებზე).
საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე, რომელიც 9 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს დასრულდა, აბიტურიენტებმა პირადი მონაცემები შეიტანეს, აირჩიეს საგამოცდო ქალაქი და მიუთითეს ჩასაბარებელი საგნები. წელს, პირველად აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საგამოცდო ბარათები ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) ამობეჭდონ.
2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექრონული ფორმატით ჩატარდება – ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.