https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მე თუ წავალ, არავის არ დავტოვებ აქ, ყველას მოეტყ… დედები და ცოლები!” _ ტყიბულის პოლიციის უფროსის სკანდალური წარსული

16:06; 1.06.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფროსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფროსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ –ერთ რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმანეთი ხელჯოხებით სცემეს. დამტვრეულია ავეჯი და რესტორნის ინვენტარი _ ამ ინფორმაციას kutaisitoday.com ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით  ადგილზე რამდენიმე გასროლაც მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ზესტაფონის და ტყიბულის სამმართველოს უფროსები კადრების დაქვემდებარებაში არიან გადაყვანილი და ამ ფაქტზე გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებს.

ზაზა ჩუბინიძე 2013-2014 წლებში იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშობდა.

მის შესახებ "გურია ნიუსის" არქივში ბევრი საინტერესო მასალა ინახება _ ადამიანების გინება, კაბინეტში იარაღის სროლა,  საქმეების "ნასედკების" დახმარებით შექმნა _ ამ ყველაფრის შესახებ "გურია ნიუსს" არაერთი მასალა აქვს გამოქვეყნებული. 

უფრო მეტიც, ზაზა ჩუბინიძეს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, სისტემაში მუშაობა, ჯერ კიდევ, 2006 წელს აეკრძალა.

ამის მიზეზი კი "გურია ნიუსის" სტატია გახდა. 2006 წლის ნოემბერში, ზაზა ჩუბინიძემ, რომელიც იმ დროს ოზურგეთის პოლიციის უფროსის სავარძელს იკავებდა, ჩვენს გამოცემასთან საუბარში ოზურგეთელებს შეურაცხყოფა მიაყენა:

_ ვინმეს თუ ჰგონია მაგით ძირს გამომითხრის, ძალიან შემცდარა. ამ დამპალ ოზურგეთში დამპალმა ოზურგეთლებმა არაფერი იციან. უამრავი ძებნილი დავიჭირე და ძებნის მაჩვენებლით რესპუბლიკაში პირველი ვარ. ეტყობა ვიღაცას მაგრად აეწვა ტრ….. თანამდებობის პირები იფარავენ დამნაშავეებს(?!).

ოზურგეთში თანამდებობის პირებს იმათ ვეძახი, ვისაც განყოფილებები თუ სამმართველოები აბარია, ოზურგეთს მოვუტყ… ამ დამპლებს არაფერი არ უნდა გაუკეთო, ღორები არიან, არ მოსწონთ საქმეს რომ ვაკეთებ და იმიტომ მებრძვიან. ჩემი დედის მტყ… ვიყო, აგერ წმინდა გიორგის ხატია და იმაზე დავიფიცებ, მე რომ აქედან წავალ, ვინმე თუ დავტოვო.

ყველაზე მაქვს კომპრომატები. დეკემბრამდე მაცადეთ და ნახავთ, რაც მოხდება. მე წავალ და ბოზისშვილი ვიყო, აქ ამბებს დავატრიალებ, არავის რომ არ გაუგია! მე თუ წავალ, არავის არ დავტოვებ აქ, ყველას მოეტყ… დედები და ცოლები!" _ ამბობდა მაშინ ჩუბინიძე.

პოლიციის უფროსის ეს "კომენტარი" "გურია ნიუსის" 2006 წლის 2 ნოემბრის ნომერში სრულად გავიდა. იმავე წლის 7 ნოემბერს კი, საქართველოს პარლამენტის წევრმა, კოტე ბერიძემ ოზურგეთის საკრებულოს მიმართა და ამ სტატიის განხილვა მოითხოვა:

_ პოლიციის უფროსის თანამდებობრივი შეთავსების თუ შეუთავსებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, საკრებულოს კომპეტენციას არ განეკუთვნება, მაგრამ თქვენ ხართ ხალხის მიერ არჩეული საკრებულო, რომელსაც ენდობა საზოგადოება ოთხი წლის განმავლობაში და თქვენ პასუხისმგებელი ხართ ოზურგეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომ, გთხოვთ, ეს საკითხი განიხილოთ. მე არ გეუბნებით მიიღოთ რაიმე გადაწყვეტილება, მაგრამ კარგი იქნება თუ ამ სიტუაციაზე იმსჯელებთ.

თუმცა, ჩვენ აქ ერთი მხარის _ ჟურნალისტის მოსაზრება გვაქვს და მან, რამდენადაც ვიცი, ამ პიროვნების გამონათქვამები მოიყვანა გაზეთში. ამ საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება, ჩემი აზრით, არ შეიძლება. მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ, მე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვაცხადებ, რომ ამას მივცემ შესაბამისს რეაგირებას. აქ ის საკითხი კი არ დგას როგორია ან როგორი არ არის პოლიციის უფროსი, აქ დგას პირდაპირ ვიტყვი _ ხელისუფლები ავტორიტეტის საკითხი, რომლის ნაწილსაც ჩვენ წარმოვადგენთ. მინდა ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, _ ამბობდა ბერიძე.

პოლიციის უფროსის აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს წევრებიც გამოეხმაურნენ:

_ პრესაში თითოეული ოზურგეთელი მოქალაქის მიმართ ასეთი შეურაცხყოფისთვის, პოლიციის უფროსს, ვფიქრობ, სერიოზული პასუხი უნდა მოეთხოვოს. ჩვენ ჯერჯერობით ბეჭედი არ გაგვაჩნია, რომ მიმართვა გავუგზავნოთ შინაგან საქმეთა მინისტრს. მინდა თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ამ თემაზე, ანუ იმაზე, რა გააკეთა ამ ადამიანმა და საერთოდ, რაც ხდება ჩვენს რეგიონში ძალოვნებთან დაკავშირებით, _ აღნიშნა საკრებულოს იმდროინდელმა თავმჯდომარემ ვლადიმერ სურგულაძემ.

_ ჩემთვის შეურაცხყოფაა, რაც "გურია ნიუსში" წავიკითხე. ერთი რამ მაინტერესებს _ თუ არსებობს ამ მასალის აუდიო ჩანაწერი. ძალიან საინტერესოა ასევე, ჟურნალისტის და პოლიციის უფროსის მოსვლა საკრებულოში და მათთან გასაუბრება. თუ ის დადასტურდა, რაც გაზეთში წერია, ჩემი აზრით, ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, რომლითაც შეურაცხყოფილი იქნება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახი. აჯობებს, ჯერ მოვისმინოთ ეს ყველაფერი და შემდეგ გავაკეთოთ განცხადებები, _ აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა, ოთარ რევიშვილმა.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ საკითხზე განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, ოპოზიციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე იყო:

_ ძალიან კარგია, როდესაც ვეხმაურებით ასეთ წერილებს, მაგრამ "გურია ნიუსში" პირველი არ არის ასეთი შემთხვევა. მე არ ვამართლებ იმ პიროვნებას, ვისი პირიდანაც ასეთი სიტყვები წამოვიდა და ეს აუცილებლად განსჯის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ საკრებულოს, მე მგონი, არ აქვს ამის უფლება. პოზიცია დავაფიქსირეთ და გამოძიებისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გასარკვევი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც პიროვნებებს, რაიონს ეხებიან. მაპატიეთ, ბოლომდე არ წამიკითხავს და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში, გაზეთ "გურია ნიუსში" იწერება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც ნამდვილად არ არსებულია და რომელიც მოგონილიც არის. აუდიო ჩანაწერები წაღმა რომ აქვთ, უკუღმა ბეჭდავენ ამ გაზეთში. ამიტომ, ჩვენ თუ მივყევით ყველა ჟურნალისტის და განსაკუთრებით, ნატო გოგელიას კალამს, საკრებულოსა და რაიონის საქმეს ვერ გავაკეთებთ ნაღდად, _ მიაჩნდა ნაცვალაძეს.

თუმცა, ასე არ უფიქრია იმ დროინდელ უმრავლესობას. კოტე ბერიძემ ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზეც დააყენა და გამოიძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. როგორც ყოველთვის, "გურია ნიუსმა" გენერალურ ინსპექციას, რომელიც პირადად ვანო მერაბიშვილის დავალებით ჩამოვიდა ოზურგეთში, ჩუბინიძის სრული ჩანაწერი გადასცა.

ამ ჩანაწერს სხვა ფაქტებიც დაემატა _ კერძოდ ის, რომ ნასვამი ჩუბინიძე თანამშრომლების გინებით ირთობდა თავს (არსებობდა პოლიციელების შესაბამისი ჩვენებები) და გაბრაზებულ გულზე, კაბინეტშიც კი ისროდა (მაშინ, გენერალურმა ინსპექციამ მის კაბინეტში იარაღის ნატყვიარებიც გადაიღო).

"ნაციონალური" ხელისუფლების დროს, ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფაქტი, როცა გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ამ ჩანაწერის და ფაქტების წარდგენიდან ათ დღეში, ზაზა ჩუბინიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გენერალური ინსპექციის დასკვნით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა აეკრძალა.

სწორედ იმ პერიოდში ჩაატარა "გურია ნიუსმა" ჟურნალისტური გამოძიებების სერია სათაურით "მოწმე განათხოვრებით". მოპოვებული მტკიცებულებებით და ფაქტებით, ასევე გამომძიებლების კაბინეტში გადაღებული ფოტოებით ირკვეოდა, რომ ჩუბინიძის მმართველობის დროს, პოლიცია იყენებდა მოწმეს, ვინმე გიორგი გაბიტაძეს, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით, 38 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა პოლიციის მოწმედ _ ხან ოზურგეთში, ხან ლანჩხუთში, ხან კიდევ ჩოხატაურში! ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე კი, ბევრ ადამიანი დაისაჯა.

როგორ მოახერხა სისტემაში დაბრუნება ჩუბინიძემ, ჩვენთვის უცნობია. ვერც 2013 წელს, როცა იგი ქუთაისის სამხარეო პოლიციის უფროსად დაინიშნა და ვერც ახლა, ამის გარკვევა ვერ შევძელით. ძალოვან უწყებაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩუბინიძის იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე დანიშვნიდან მალე, "გურია ნიუსმა" იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა ფლობდა თუ არა იმ ჩინოვნიკების წარსულის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებოდნენ.

ნაწყვეტი ინტერვიუდან:

_ ბატონო ბიძინა, ცოტა ხნის წინ, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ "დღეს უამრავი დამნაშავე დადის დაუსჯელი და მაღალ თანამდებობებზეც მოხვდნენ". ამ საკითხზე ჩვენ წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ, თუმცა, არაფერი შეცვლილა _ დღემდე, მაღალ თანამდებობებზე ის ადამიანები ინიშნებიან, რომელთა მისამართით უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. კონკრეტული გვარ-სახელებით რომ ვისაუბროთ, სულ ცოტა ხნის წინ, იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად დაინიშნა ზაზა ჩუბინიძე, რომელიც "ნაციონალების"' დროს, თანამდებობიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ადამიანებს აგინებდა, კაბინეტში იარაღს ისროდა, საქმეებს "ნასედკების" დახმარებით ქმნიდა… ამ ყველაფრის მტკიცებულებების შემდეგ, რომელიც "გურია ნიუსმა" ჯერ კიდევ 2006 წელს გამოაქვეყნა, ის თანამდებობიდან გაუშვეს და სისტემაში მუშაობა აუკრძალეს. თქვენმა ხელისუფლებამ კი ძალიან მაღალი პოსტი ჩააბარა. ამას ყბადაღებულ კოჰაბიტაციასაც თუ დავუმატებთ, ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი…

_ მე კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას _ ვერც პოლიციაში, ვერც პროკურატურაში, ვერც სასამართლოში დიდი რაოდენობით კადრები ვერ შეიცვლება. ეს შეუძლებელია. რაც შეეხება კოჰაბიტაციას, მე ამის შესახებ რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება. უმრავლესობასთანაც მქონდა შეხვედრა და დამატებით მოვუწოდე საზოგადოებას, რომ უნდა მოვახერხოთ და ჩავაცხროთ ხელჩართული ბრძოლის ის მუხტი, რაც არის. რა თქმა უნდა დამნაშავეები დაისჯებიან, თუმცა, ამას დროს დასჭირდება.

_ თუმცა, ადამიანები, რომელთა მისამართით, როგორც გითხარით, ბევრი კითხვა არსებობს, თქვენს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან…

_ ჩვენ უნდა შევეცადოთ და გადავიტანოთ აგრესიის მუხტი. სიძულვილის მუხტი საზოგადოებაში უნდა ჩაცხრეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და უმცირესობიდანაც, მათ რიცხვში, შევინარჩუნოთ აბსოლუტური უმრავლესობა _ ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ ჩადგნენ საკუთარი სამშობლოს სამსახურში და არა ისე, გაუგებრად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთმანეთი ვლანძღოთ. ეს დამოკიდებულება მინდა, რომ თქვენც გაიზიაროთ, ჩემმა საყვარელმა გურიამაც. გურულები პოლიტიკოსები არიან ყველანი. ძალიან გთხოვდით და გეტყოდით _ იმდენი ადამიანია გამოყენებული არჩევნების დროს, პოლიტიკური ბატალიების დროს, რომ შეიძლება საუკეთესო ვერ გამოვძებნე, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ, პირველად, უნდა მოვახერხოთ და ჩავატაროთ ღირსეული არჩევნები. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო რესურსი მხოლოდ ერთ კანდიდატს მოხმარდეს. აი, ამაზე უნდა გადავერთოთ და ამაში თქვენც, მედიაც უნდა ჩაერთოს _ ეს არის ჩემი თხოვნა. თუმცა, სხვა საკითხები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, აუცილებლად იქნება შესწავლილი და გათვალისწინებული _ ივანიშვილის პოზიცია 2013 წელს.

ამ ინტერვიუდან რამდენიმე თვეში ჩუბინიძე დააქვეითეს და თბილისის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი,  ტყიბულის პოლიციის უფროსად დანიშნეს და ზემოთ აღნიშნულ ინცინდენტამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა.

ამავე პერიოდში ჩვენ იმის გადამოწმებასაც შევეცადეთ ვინ ლობირებდა სკანდალური წარსულის მქონე ჩუბინიძეს და რამდენად სწორი იყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ნათესავი იყო. თუმცა, ანზორ ჩუბინიძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ზაზა ჩუბინიძესთან მხოლოდ გვარი აკავშირებდა.

კითხვებზე პასუხის გაცემა მაშინ ზაზა ჩუბინიძემ არ ისურვა. ის ახლაც დუმს და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  მიუწვდომელი აღმოჩნდა პავლე ბუბულაშვილიც.

ამავე თემაზე: ბიძინა ივანიშვილი: "სიძულვილის მუხტი საზოგადოებაში უნდა ჩაცხრეს"

"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები: ეპიზოდი II _ კახა რუსიძის საქმე

"ნასედკების" დახმარებით შეკერილი საქმეები და ციხეში გატარებული წლები

სისტემაში მუშაობა აკრძალული კადრი სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსად ინიშნება

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე: "პასკვილები ჩემი მოგონილია საერთოდ"

რა კავშირშია ბადრი პატარკაციშვილი ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებასთან

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7 მარტი, 2026
სამართალი

გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო _ შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:48; 7 მარტი, 2026
სამართალი

ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა _ შსს განცხადებას ავრცელებს

10:10; 7 მარტი, 2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6 მარტი, 2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6 მარტი, 2026

„ჩემს გასათავისუფლებლად ხელისუფლებაზე ზეწოლა ეფექტური აღმოჩნდა" - ისმაილოვა

"...ჩვენგან ვინც მიდიან ისინი არიან ჩათლახები..."_ დაპირისპირება ცისკარიშვილ-ჯაფარიძეს შორის (ვიდეო)

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026
სამართალი

გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო _ შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:48; 7.03.2026
მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

10:42; 7.03.2026
მსოფლიო

“დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

10:32; 7.03.2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7.03.2026
სამართალი

ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა _ შსს განცხადებას ავრცელებს

10:10; 7.03.2026
საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო