1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გურიის ოლიმპიურ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახის და ოჯახის ტიპის სახლის ბენეფიციარებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
ბავშვებს ჯერ მიკი მაუსი მიესალმა, რის შემდეგ ყველანი საცურაო აუზში მიიწვიეს.
გურიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლაშა ლომაძის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება არ იყოს ერთჯერადი და ბავშვებს რამდენჯერმე უმასპინძლონ.
"მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიური სახლი ახალგახსნილია და აქედან გამომდინარე პირველი ღონისძიება დავგეგმეთ ეს, რომ ბავშვებისთვის მოგვეწყო სიურპრიზი." _ გვითხრა ლაშა ლომაძემ.