https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს ხომ ანომალიაა?!” _ რა მოხდა გუშინ “ქართული ოცნების” ოფისში

14:06; 2.06.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, გუშინ, შუალედური არჩევნების შედეგები განიხილეს _ „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში „ქართული ოცნების“ დამარცხება მწვავე განხილვის თემა იყო.

შეხვედრას პარტიის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლები _ გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია (დარჩია “ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა), მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, ყველაზე მეტი საყვედური გურიის გუბერნატორის მოადგილეს სოსო ერქომაიშვილს ერგო, რომელსაც „არჩევნები ჰქონდა ჩაბარებული“ და 21 მაისამდე ამტკიცებდა, რომ დიდი უპირატესობით მოიგებდა კიდეც.

აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ერქომაიშვილი ადასტურებს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია…

_ ბატონო სოსო, როგორც გვითხრეს, გუშინ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბევრი საყვედური მიიღეთ…

_ ყველაფერი გცოდნიათ და საინტერესოა, ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას… არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა _ ადგილობრივი ორგანიზაცია დაიბარეს ცენტრალურ ოფისში. ვიმსჯელეთ პრობლემებზე, გავაანალიზეთ ყველაფერი, ავხსენით, ჩვენი მხრიდან სად იყო შეცდომა დაშვებული და რა პრობლემებია საზოგადოებაში.

_ საზოგადოებას რომ საყვედურობთ, პრობლემას თქვენ მუშაობაში ვერ ხედავთ?

_ არ ვსაყვედურობ. ძალიან მარტივად გეტყვით _ როცა 9 წელიწადი არაფერი გაკეთდება და 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კეთდება, მათ შორის გაზი, გამრიცხველიანება თავისი სადენებით, გზა, წყალი _ მე სხვანაირად ვაკეთებ ანალიზს. ორ ნაწილად ვყოფ პრობლემას _ ერთია ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები, მეორე მხრივ კი საზოგადოებრივ აზროვნებას ვაკვირდები. ამდენი რამე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და რა ხდება?! რომ ჰქონოდათ „ნაციონალებს“ რაღაც პროექტები გაკეთებული, ჩვენც გაგვეკეთებინა შემდეგ და მაინც „ნაციონალებისთვის“ მიეცათ ხმა, ეს ნორმალური იქნებოდა და ვიფიქრებდით, რომ რაღაც დავაკელით. მაგრამ როცა 9 წლის განმავლობაში ნასაკირალში და მთელ გურიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ქვა არ გადაუტრიალებია და ნასაკირალის მოსახლეობა ისევ „ნაციონალებს“ აძლევს ხმას, ესაა დასაფიქრებელი.

_ დასაფიქრებელი ის არ არის, რომ ნასაკირალში, სადაც მაჰმადიანი მოსახლეობა ცხოვრობს,  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოპოზიციის კანდიდატმა პირველად გაიმარჯვა?

_ ჩვენ დავარწმუნეთ მოსახლეობა, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით _ვგულისხმობ კანდიდატად ქალბატონის დაყენებას.

_ თუმცა ამ ქალბატონის მეუღლე პოლიციელია, რომლის მიმართაც ნასაკირალში ბევრი შეკითხვა არსებობს…

_ გუშინ ქათამაძის (ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ქათამაძეა ავტ.)კომენტარი წავიკითხე, რომ „ქართული ოცნება“ ვიღაცეებს აშინებს…

_ კითხვებზე არ მპასუხობთ, ბატონო სოსო…

_ ეს პასუხია. პასუხია იმის, რომ არავინ არავის აშინებს და პირიქით, ამ ბიჭმა დაიწყო საარჩევნო კამპანია ტყუილით და დღემდე აგრძელებს ტყუილებს.

_ ბესო ქათამაძემ რომ არჩევნები საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგო, ამას რატომ არ აღიარებთ?

_ რა თქმა უნდა, ფაქტი დამდგარია და ამის ა აღიარება არის არაგონივრულობა, მაგრამ არსებობს დეტალები _ ამ ბიჭმა ტყუილებით დაიწყო. ამბობდა, რომ გამრიცხველიანების საკითხი მან დააყენა, რომ წყალი მისი დაძალებით გაკეთდა და ალბათ, გულუბრყვილო ამომრჩეველმა დაუჯერა.

_ როგორ ფიქრობთ, თქვენ რატომ არ დაგიჯერათ? იგივეს ხომ თქვენც ამბობდით შეხვედრების დროს…

_ ეს არ ვიცი. მე რატომ არ დამიჯერა, ეს ჰკითხეთ მოსახლეობას. ქათამაძემ კარგად იცის, როგორი ტყუილებით გაბერა ნასაკირალი. 9 წელი არაფერი გაკეთებულა და 2012 წლის შემდეგ ყველაფერი გაკეთდა. ნუთუ ამას არ უნდა დავუკვირდეთ? ეს ხომ ანომალიაა?!

_ რა არის ანომალია?

_ ჩვენ, დემოკრატიულობის პრინციპით, კანდიდატად ქალბატონი წარვადგინეთ და ეს მისაღებია.

_ ეს რა შუაშია იმასთან, როცა თქვენ ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებთ?

_ მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას _ მე მოსახლეობას მივუთითებ სწორი და ობიექტური აზროვნებისკენ.

_ რას ნიშნავს სწორი აზროვნებისკენ მითითება? არასწორად აზროვნებენ გურიაში მცხოვრები ამომრჩევლები?

_ 9 წელი არაფერი გაკეთებულა და ჩვენ გავაკეთეთ _ ეს ფაქტებია. დეტალური ინფორმაცია მაქვს, რომ 9 წელი არაფერი გაკეთებულა.

_ 2012 წლამდე თქვენ გურიაში არ ყოფილხართ, არც მას შემდეგ.. ორი წლის წინ დაინიშნეთ თანამდებობაზე და რა ინფორმაცია გაქვთ გურიაში განვითარებულ მოვლენებზე?

_ მე ყველა ის ინფორმაცია მაქვს, რაც არის საჭირო.

_ თქვენს მიმართ ბევრი შეკითხვა არსებობს _ როგორც წყარომ გვითხრა, არჩევნები მიზანმიმართულად წააგეთ იმიტომ, რომ გამხდარიყავით პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და შემდეგ დეპუტატობის კანდიდატობისთვის გებრძოლათ.

_ თითქოს მე მინდა პარტიის თავმჯდომარეობა ან დეპუტატობა, ძველმოდური, გაცვეთილი ვარაუდები და მექანიზმია. ამას ადრე სჩადიოდნენ და შეიძლება, დღესაც სურს ვინმეს იგივეს გაკეთება. ეს ჭორები ქართული ანდაზას მაგონებს _ „მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო“.

მაგას სოსო ერქომაიშვილი „ნიტო შტო“ არ გააკეთებს, არც იკადრებს იმიტომ, რომ არ სჭირდება. მე ვარ იმ თაობის ადამიანი, რომელსაც მსგავსი ტიპის მექანიზმებთან არასდროს ჰქონია შეხება. ეს ჩემს ფსიქოლოგიაში არ ზის და თუ ვინმე ცდილობს, რომ ასე შემოატრიალოს, არ გამოუვა. ეს საკითხი, იმდენად გამჭირვალეა, რომ დამერწმუნეთ, ხალხი დაიხოცება სიცილით.

_ გურიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები ჯერ კიდევ 2007 წელს წააგო. 2012 წელს საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და რა მოხდა 2016 წელს, როცა თქვენ დაგავალეს საარჩევნო კამპანიის წარმართვა? ადამიანს, რომელიც სულ ორი წელია, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა… ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას სხვა ინფორმაცია არ აქვს…

_ ვსწავლობდი მანამდე.

_ სად?

_ სასწავლებელში _ ადგილობრივი თვითმმართველობის მაგისტრი ვარ, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.

გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ თუ პარტიას დასჭირდება, მზად არის თანამდებობაც დატოვოს.

_ მე, როგორც გუნდური მოთამაშე, ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ იქ კიდევ არის ჩაშლა _ ყველამ კარგად იცის, რა მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად მოხდა.

_ პარტიის ოფისში მერაბ ჭანუყვაძის და დავით დარჩიას დანაშაული ხომ არ გამოიკვეთა?

_ ეს მერაბს და დავითს ჰკითხეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი და ნასაკირალში არჩევნები მჟავანაძემ და ქათამაძემ მოიგეს ტყუილებით.

_შეუსრულებელი დაპირებები არც „ქართულ ოცნებას“ აკლია…

_ მე ჩამოვთვალე შესრულებული დაპირებები. სოფელში რაც უნდა გაკეთებულიყო, გაკეთდა _ წყალი, გზა, შუქი, გამრიცხველიანება. ბრმები ვართ თუ რა ხდება?

_ ნასაკირალის გამრიცხველიანების პროექტი 2012 არსებობდა და ეს უნდა გცოდნოდათ, თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა. ბატონო სოსო, რა იქნება მომავალში _ რჩებით პარტიაში და გუშინ წასვლისკენ მიგითითეს?

_ არსებობს პრობლემები, მათ შორის მოქალაქეთა მიდგომები ჩანს ზოგადად არასწორად _ ჩემი ლოგიკიდან გამომდინარე, აქ არის კითხვები. ალბათ, სამუშაოა ჩასატარებელი, ხალხისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო და ჩვენის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისკენ მიქცევა, რომ მსგავსი ტიპის შეცდომა არ დაუშვან.

_ პარტიაში არ არის სამუშაო ჩასატარებელი?

_ ჩვენ განვიხილეთ პრობლემები, მათი იდენტიფიცირება მოვახდინეთ და გამოვასწორებთ. თუ ვინ და როგორ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ ეს ადამიანი თქვენ არ იქნებით…

_ თუ საჭირო გახდა და თუ პარტია მიიჩნევს, რომ სოსო ერქომაიშვილი უნდა გაერიდოს პროცესებს გურიაში, აქედან გამომდინარე, დატოვოს თანამდებობა, როგორც პოლიტიკურ პარტიაში, ასევე, გუბერნიაში და ეს გამოადგება პარტიას განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი მიდგომებიდან გამომდინარე, გადავდგამ სწორ ნაბიჯებს, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ გუშინდელი შეხვედრის შესახებ კომენტარები სხვა პირებისგანაც მოგვეპოვებინა. თუმცა, არც დავით დარჩიამ, არც მებარ ჭანუყვაძემ და არც ბეგი სიორიძემ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გიორგი კვირიკაშვილი: "ნიკა გვარამია კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი"

"ვერ (და)გივიწყებთ, იმდენი საზარელი ბოროტება გაქვთ ჩადენილი" _ ოთარ ჩრდილელი ნაციონალებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

19:42; 3.03.2026
საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

10:33; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკში _ ბანკი განცხადებას ავრცელებს

10:04; 3.03.2026
საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო