სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წერილის და ინტერვიუს შეფასებები გრძელდება.
"ბიძინას ბოლო წერილი რომ მის მეტად მოკრძალებულ ინტელექტუალურ შესაძლელობებს მოწმობს (მაქსიმალურად კორექტულ ფორმულირებას ვეძებ), ამაზე ცოტა ვინმე კამათობს (არ ვთვლი მათ, ვინც მის წყალობაზეა დამოკიდებული). მაგრამ ის წერილი, რითაც ოთხნახევარი წლის წინ პოლიტიკაში შემოვიდა, არანაკლებ პრიმიტიული არ იყო?
სალომე ასათიანთან მისი ინტერვიუს მხოლოდ ერთი-ორი ნაწყვეტი ვნახე, მაგრამ რასაც აქ ვკითხულობ, აზრი პრაქტიკულად ერთსულოვანია: ბიძინა „გაპაზორდა“. ოღონდ ეკა ბერიძესთან მისი სულ პირველი ინტერვიუ რით იყო უკეთესი (გარდა იმისა, რომ, სალომესგან განსხვავებით, ეკა მაქსიმალურად კომფორტულ კითხვებს უსვამდა)?
ახლა მეც რამე ღრმააზროვანი რიტორიკული კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ არა მგონია საჭირო იყოს" _ წერს ფეისბუქში განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია.