პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თანამდებობა დატოვა.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.