პრემიერმინისტრმა განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჯეჯელავა კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებულია, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან დაამთავრა ESM-ის ბიზნეს სკოლა.
"მას აქვს დიდი გამოცდილება, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე ინოვაციის სფეროში და რაც ყველაზე მთავარია განათლების სფეროში, კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი პროგრამის მიმართულებებს," -აღნიშნა გორგი კვირიკაშვილმა.
ალექსანდრე ჯეჯელავას დღემდე მართვის აკადემიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.