ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელის ინციდენტში მონაწილეეებს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხუთ მათგანს 7000-ლარიანი გირაო დაეკისრა, ერთს – 10 000-ლარიანი.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებულების შესახებ დღეს იმსჯელა.
ადვოკატი ითხოვდა, რომ ბრალდებულები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩენილიყვნენ.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ინციდენტში მონაწილე პირებიდან ორი ადრეც იყო ნასამართლევი.