წმინდა გიორგის ქუჩის მეორე შესახვევში ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.
სამუშოები ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავჯდომარემ გელა კობალაძემ მოინახულეს.
წმინდა გიორგის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი მოსახლეობას პრობლემას წლების მანძილზე უქმნიდა. ძნელდებოდა გადაადგილება და სირთულე ექმნებოდა ავტომობილების მოძრაობას.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოსახლეობის მრავალწლიანი პრობლემა აღმოფხვრილი იქნება. სამუშაოები მიდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.
(R)