"მოკლედ, ივანიშვილის შეთავაზებაზე შემდგაროყო მისი შეხვედრა რუსთავი 2-თან და ტაბულასთან და საუბარი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა",_ წერს "ფეისბუქ" გვერდზე "ქართუს" პრესსამსახური გიორგი უძილაური.
"ტაბულამ" გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფორმატით: მხოლოდ ტაბულა და ივანიშვილი. ამის შემდეგტაბულას მიეცა ახალი შეთავაზება, სხვა ტელეარხის ან ტელეარხების წარმომადგენლებთან ერთად მომხდარიყო შეხვედრა ივანიშვილთან. თუმცა ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა რადგან ისინი თანახმა იყვნენ მხოლოდ "მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის" მქონე არხთან ერთად შეხვედროდნენ ყოფილ პრემიერს. ასეთ არხად კი ტაბულა მხოლოდ "რუსთავი 2"-ს მიიჩნევს… მოკლედ, ორი შეთავაზება უარყოფილ იქნა. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ორი არხის წარმომადგენელთა და ივანიშილის შეხვედრა.არ უნდათ, ნუ უნდათ ხვალ დაანონსდება სულ სხვა ფორმატი",_ წერს გიორგი უძილაური.