მაღალჩინოსნებისთვის გამოყოფილი სახსრები და მთლიანად აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსთა მინისტრმა შეაფასა.
ნოდარ ხადურის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ ყველა ის დოკუმენტი გადაგზავნა, რომელიც ვალდებულია, რომ როგორც აუდიტის სამსახურს, ისე პარლამენტს გადაუგზავნოს.
„მინისტრების, მათი მოადგილეებისა და მაღალი თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება ჯამში არის შემცირებული, მათ შორის მნიშვნელოვნად არის შემცირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
ზოგადად, შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების გამო“,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.