ბოლო რამდენი წლის განმავლობაში გახშირებული სექსუალური სკანდალების ფონზე, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა და უარს აცხადებდა იმ ბრალდებების კომენტირებაზე, რომლებსაც მას უყენებდნენ.
ამას წინათ ბერლუსკონიმ გულახდილი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ იტალიურ გაზეთს, სადაც აღიარა, რომ ამ რაოდენობის ქალებთან ინტიმური კავშირის დამყარებას, იგი, უბრალოდ, ვერ მოახერხებდა, რადგან, არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და არც იმ ასაკშია, რომ ყოველდღე იცვალოს მეგობარი გოგონები.
"მე მიყვარს წვეულებების მოწყობა, თუმცა, 33 თუ 35 ქალთან სექსით დაკავება, ჩემთვის მეტისმეტია, 79 წლის ვარ და არა 30-ის" – ბრძანა ბერლუსკონიმ.