"მე თუ მკითხავთ სალომე ასათიანს ცოტა აკლია, რომ იყოს ძლიერი ჟურნალისტი. თავისი გრძნობები უნდა მოთოკოს და ეცადოს რომ ნეგატივთან ერთად პოზიტივიც აუცილებლად დაინახოს" _ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში აფასებს.
"ადვილია იყო კრიტიკული ჟურნალისტი, უფრო რთული,ა რომ იყო ობიექტური. ვფიქრობ, რომ ზედმეტად ანტი გამოუვიდა და არ ვფიქრობ, რომ დავალებას ასრულებდა. უცებ მოუნდა რომ "მაგარი" გამხდარიყო, მაგრამ საკმაოდ სუბიექტურად გამოუვიდა.
იმდენად კრიტიკული იყო, რომ ჩერგოლეიშვილი რომ ყოფილიყო მის მაგივრად, შეიძლება, უფრო ობიექტური ინტერვიუ გამოსულიყო.
სალომესთვის, ჟურნალისტობის მაგალითად მოვიყვან ნინო შუბლაძეს, რომელსაც ვფიქრობ, რომ ჰქონდა რაღაც სიმპათიები მხარის მიმართ, მაგრამ არ იკადრა და ობიექტურ ჟურნალისტობას მიანიჭა უპირტესობა.
ვფიქრობ სალომეც სწორად შეაფასებს ყველაფერს და არ დაიკარგება.
ჟურნალისტმა ხალხს უნდა მიაწოდოს მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია, რომ საზოგადოების დასკვნა იყოს პროგრესისკენ მიმართული და შეცდომაში არ შევიდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა არჩევნები მოდის.
გისურვებთ სიმართლეში ცხოვრებას და ნაკლებ "მოდელირებულ ქრონიკებს" , _ წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.