https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მთავრობას მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით“ – ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან

20:06; 6.06.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ადამიანების დახმარების მიზნით, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია "საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი"(ASB), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" ორგანიზებით და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური ხელშეწყობით, შიდა ქართლში პროექტ "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" ახორციელებს.

როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში დაარსდა: სოციალური საწარმო "სახლი საზღვრების გარეშე," სოციალური საწარმო "ბერბუკის საბავშვო ბაგა-ბაღი,"ტყვიავის თემში დაარსებული საკვირაო სკოლა, სოციალურ საწარმო "ლიახველი ოსტატები,"  სოციალურ საწარმო "ერგნეთის რძის პროდუქტები"და მოძრავი ავტო სახელოსნო "მეჯუდა-2015."  

"გურია ნიუსმა" საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" ორგანიზებით  მოწყობილი მედიატურის ფარგლებში სოციალური საწარმო "ერგნეთის რძის პროდუქტები"და მოძრავი ავტო სახელოსნო "მეჯუდა-2015 მოინახულა.

როგორც ცნობილია, სოციალურ საწარმოში "ერგნეთის რძის პროდუქტები" ხუთი ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. პროექტი ტრადიციული მეურნეობის აღორძინებას  (მეცხოველეობას, რძის პროდუქტების წარმოებას) ღარიბი მოსახლეობის დახმარებასა და სოფლის შენარჩუნების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

აღნიშნული საწარმო გიორგი კასრაძემ, არასამთავრობო ორაგანიზაცია "დარსის" და "წითელი ჯვრის", ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით, 5 თვის წინ დააფუძნა და ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.

გიორგი კასრაძის თქმით, წარმოებული რძის პროდუქტის რეალიზებას გორის ბაზარზე ახდენენ, რადგან ერგნეთის ბაზრობის ადგილას 2008 წლის ომის შემდგომ სამხედრო ბაზაა განთავსებული.

"მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მაცხოვრებლები ფიზიკური შრომით დაგვეხმარნენ, არც გამგეობას და არც არავის თანადგომა არ გაუწევიათ. ამ ეტაპზე 60-70 ლიტრი რძის მოპოვებასა და დამუშავებას ვახერხებთ, ხოლო წელიწადნახევარში, ორ წელში ვგეგმავთ, რომ წარმოება გავაორმაგოთ. გვყავს 20-სულამდე საქონელი, მათ შორის სამი ხბო და ღორების მომრავლებასაც ვგეგმავთ, წარმოებული პროდუქტის რეალიზებას გორის ბაზარზე ვახდენთ,"_ ამბობს გიორგი კასრაძე.

მისივე თქმით, სოფელში საზღვარი გაღობილია, რის გამოც, სხვა საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლების განსხვავებით ადამიანებს მესაზღვრეები არ იჭერენ.

"სოფლის საზღვარი გამაგრებულია და აქ ადამიანების გატაცება ოსების მიერ სხვა სასაზღვრო სოფლების მსგავსად არ ხდება, "_აღნიშნავს კასრაძე.

როგორც ცნობილია, ერგნეთი რამდენიმე დღის წინ დაისეტყვა, თუმცა გიორგი კასრაძის თქმით, ზარალის აღწერა არ მომხდარა.

"სეტყვის შედეგად მოსავლის 70% განადგურდა, მაგრამ ზარალის აღწერა არ მომხდარა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს ჰექტარზე 100 ლარით დახმარებას დაპირდა,"_ გვითხრა მან.

მისივე თქმით, სოფელში კომუნიკაცია, ამბულატორია, სკოლა არის, მაგრამ საბავშვო ბაღი არ აქვთ, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ქალაქში უწევს წასვლა.

"გურია ნიუსი" ადგილობრივ მაცხოვრებელსა და საწარმოს ერთ-ერთ თანამშრომელს გაესაუბრა, რომლის თქმითაც, სოფელს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, მაგრამ ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ახსენდება მათი არსებობა.

"პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ხელისუფლებას მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში ვახსენდებით, თუმცა გაცემულ დაპირებებს აღარ ასრულებენ. ჩემი ორივე შვილს მკურნალობა ესაჭიროება, განსაკუთრებული კვება სჭირდებათ, თბილისში თვეში ორჯერ დამყავს ექიმთან, პროგრამაში არიან და ექიმთან ვიზიტი უფასოა, მაგრამ გზაშიც საკმაო თანხა გვეხარჯება,"_ თქვა მან.

რაც შეეხება მოძრავ ავტოსახელოსნო "მეჯუდა-2015"-ს, მისი მიზანი დევნილთა დასახლებების; ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მხარდაჭერა და მათთვის დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაა.

გარდა ამისა, მოძრავი ავტოსახელონო იგოეთი-ხაშურის ჩქაროსნულ გზატკეცილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლებს ადგილზე მისვლით სთავაზობს ავტომობილის შეკეთების სერვისს.

როგორც ცნობილია, ავტოსახელოსნოში, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში, დევნილთა დასახლებაში მდებარეობს, 6 ადამიანია დასაქმებული.

 "გურია ნიუსი"  ახალსოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ მოსახლესაც გაესაუბრა.

მისი თქმით, მოსახლეობას ელექტრო ენერგია და გაზი მიეწოდება, თუმცა ზამთარში შეშით თბებიან. სოფელს ახალი ავტობანიდან მისასვლელი გზა ფაქტიურად არ აქვს, უფრო მეტიც, ავტობანიდან სოფლისკენ გადასახვევ გზაზე სოფლის აღმნიშვნელი აბრაც კი არ დგას.

"ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი მოგვეწოდება, თუმცა გვინდა გაზის გამათბობელები დაგვიყენონ. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ მსგავს დასახლებაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩუქრად "კარმები" გადასცა. ნეტა, ჩვენც გადმოგვცენ, ზოგიერთ ოჯახს კი აქვს, მაგრამ ზამთარში რამდენი შეშის მოჭრის უფლებას მოგვცემენ, ეგეც ხომ კონტროლს ექვემდებარება,"_თქვა ახალსოფლის მკვიდრმა, რომელმაც ჩვენთან ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21 იანვარი, 2026

გამოკითხვა: "უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?"

პენსიონერი ქალბატონისთვის მისჯილი პირობითი სასჯელი და "ჩასაფრებული პოლიცია"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026
ზაფრანი

როგორია თქვენი სანუკვარი ფარული ოცნებები

10:38; 21.01.2026
ზაფრანი

პროფესია – ცოლი

10:36; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო