PLAYBOY-ის დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის სახლი, 200 მილიონ დოლარად მისივე მეზობელმა, დერენ მეტროპოულოსმა შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვილა 1927 წელს აშენდა, ხოლო 1971 წელს PLAYBOY-იმ 1,1 მილიონ დოლარად შეიძინა, როგორც იმ დროს ყველაზე ღირებული უძრავი ქონების გარიგება ლოს ანჯელესში.
იგი აღჭურვილია კორტებით, თავისუფალი ფორმის აუზით, ღვინის მარნით, სახლის თეატრით და სხვადასხვა სახლის თამაშებით, მაგრამ ბევერლი ჰილზში მდებარე სხვა სახლების მსგავსად, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არცერთ მხარეს ვილის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
მაუწყებლის ცნობით, 89 წლის ჰიუ ჰეფნერს უფლება აქვს ვილაში გარდაცვალებამდე დარჩეს.