ნატო-მ რუსეთთან დაძაბულობის ფონზე დიდი სამხედრო საწრთვნელი სწავლება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას EURASIADIARY ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დასავლეთის სამხედრო ალიანსი პოლონეთში, რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ექსპანსიის შესახებ, ორკვირიან წრთვნებს "ანაკონდა-16"-ს ახორციელებს.
როგორც ცნობილია, რუსეთში აცხადებენ, რომ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ორკვირიან სამხედრო წრთვნებში მონაწილეობას 31 000 ჯარისკაცი იღებს, მათ შორის, 14 000 ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 12 000 პოლონეთიდან და 1 000 ბრიტანეთიდან, გარდა ამისა, წრთვნებში ასევე ნატო-ს არა წევრი ქვეყნების სამხედროებიც მონაწილეობენ უკრაინიდან, საქართველოდან, შვედეთიდან და ფინეთიდან.
წრთვნებში ასევე მონაწილეობს 3 000 ჯავშან ტექნიკა, ასევე ათობით საბრძოლო თვითმფრინავი და გემი.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ანტონი მაჩიერევიჩის თქმით, წრთვნების მიზანია შეამოწმოს ალიანსის თავდაცვის უნარი აღმოსავლეთ საზღვრებზე.
როგორც ცნობილია, "ანაკონდა-16" ერთი თვით უსწრებს ვარშავაში ნატო-ს ლიდერების სამიტს, რომელიც 8-9 ივლისსა დაგეგმილი, სადაც ლიდერები პოლონეთისა და ბალტიისპირეთში, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სამშვიდობო ბატალიონების შეყვანის საკითხს განიხილავენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთმა ნატო-ს ბოლოდროინდელი ქმედებები არა ერთხელ გააკრიტიკა.
„თუ მოუსმენთ, შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ნატო მტაცებლებს, მათ შორის, რუსეთს და სხვა ქვეყნებს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა არ არის, ცხვარივით კუთხეში ჰყავთ მოქცეული,“_ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, იგორ კონაშეკოვმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის საპასუხოდ ალიანსში ამბობენ, რომ 1997 წელს ნატო არ დათანხმდა მუდმივი ჯარების შექმნის იდეას ყოფილ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში, ხოლო ახალი ძალები იქნება ბრუნვადი, ვიდრე მუდმივი.