თურქეთი ევროკავშირთან დადებულ საიმიგრაციო შეთანხმებას შეაჩერებს, თუ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას ვერ მიიღებს. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავიშოღლუმ გააკეთა .
საიმიგრაციო შეთანხმების მიხედვით, საბერძნეთში თურქეთიდან ჩასული მიგრანტები თურქეთს უკან უნდა დაებრუნებინა, სანაცვლოდ კი ევოკავშირის ლიდერები ქვეყანას ფინანსურ დახმარებას და შენგენის ზონაში თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას შეჰპირდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა მიგრანტების კრიზით გამოწვეული საფრთხისა და უსაფრთხოების გამო, სიფრთხილე გამოიჩინა და საქართველოსთვის, კოსოვოსთვის, უკრაინისთვის და თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეაფერხა.
ამავე თემაზე:
ევროკავშირი მიგრანტების კრიზისის გამო ვიზალიბერალიზაციის პროცესს აფერხებს
რას სთავაზობს ევროკავშირი თურქეთს მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად