ბათუმში, Maroon5-ის კონცერტის დაწყებმადე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა, რომელ საათზე დაიწყება კონცერტი, ამ დრომდე უცნობია.
ორგანიზატორები აღნიშნულთან დაკავშირებით, კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ. "გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კონცერტი, სავარაუდოდ, 21:00 საათის შემდეგ დაიწყება.
კონცერტისთვის მზადება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. წვიმის მიუხედავად, ბათუმში ხალხმრავლობაა. საზოგადეობას კონცერტზე დასასწრებად "საოცრებათა მოედანზე" შესვლა 17:00 საათიდან შეუძლიათ.



































































