ბათუმში, Maroon5-ის კონცერტის დაწყებმადე, საოცრებათა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ხალხმრავლობაა.
წვიმის მიუხედავად, კონცერტზე დასასწრებად, საზოგადოების ნაწილი უკვე შეიკრიბა.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კონცერტი, სავარაუდოდ, 21:00 საათის შემდეგ დაიწყება.
თუმცა, მანამდე, ხალხს ღია ცის ქვეშ, წვიმაში დგომა რამდენიმე საათით კიდევ მოუწევს.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ საწვიმარი ლაბადები ბათუმში სულ რამდენიმე ადგილზე იყიდება და მისი ფასი 5-დან 7-ლარამდე მერყეობს.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს. ბათუმში ჩასული სტუმრები საწვიმარი ლაბადების გაყიდვის ადგილებს და მისამართს ადგილობრივებს ეკითხებიან.
ამავე თემაზე:
































































