მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება მყარი არ არის. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰალმ ალიევმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად ჩატარებული პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში წარმოქმნილი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს.
"რეგიონში, კონფლიქტის ხაზთან, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება არ არის მყარი,"_განაცხადა ალიევმა.
როგორც ცნობილია, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აპრილში დადეს.
ამავე თემაზე:
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევას აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა