ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” თემურ ჭკუასელს დაუკავშირდა.
_ ბატონო თემურ, როგორც გავიგეთ, თქვენ “ქართული ოცნების” სავარაუდო მაჟორიტარი იქნებით ან ჩოხატაურში ან ოზურგეთში, მაგრამ ამ ორიდან ერთ-ერთში აუცილებლად, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ მე ზუსტად არ ვიცი, თქვენგან ვიგებ მეც ამ ინფორმაციას. საუბარი, რა თქმა უნდა, იყო ამაზე, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ცოტა ხანი მოთმინება უნდა ვიქონიოთ. ჩვენ, გურულები ცოტა მოუთმენელი ხალხი ვართ და სულ გვეჩქარება. ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი. თუ ისე მოხდება, რომ მე ოზურგეთის მაჟორიტარად დამასახელებენ, ცოტა სხვანაირად მინდა გურულებთან ურთიერთობის დაწყება. ვწერ ძალიან დიდ სტატიას “დიალოგები გურიაზე”, სადაც ყველაფერი გურიაზე და გურულებზეა. მინდა ყველას ოჯახში შევიდე და ყველას მოვეფერო. დანარჩენი, ვნახოთ, რა იქნება.
თქვენ გეტყვით ერთ რამეს, _ მაჟორიტარობის სურვილი არასდროს მქონია, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ თუ გადაწყვეტენ და შემომთავაზებენ, რა თქმა უნდა, უარის თქმის უფლება არ მაქვს.