EGYPTAIR -ის სამგზავრო თვითმფრინავი, A330-220, რომელიც კაიროდან პეკინში მიფრინავდა ბომბის არსებობის შემცველი საფრთხის გამო, იძულებული გახდა უზბეკეთის აეროპორტში საგანგებო დაშვება განეხორციელებინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC უზბეკეთის ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 118 მგზავრისა და ეკიპაჟის 17 წევრის ევაკუაცია განხორციელდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ ცნობილი ანონიმური ზარის მეშვეობით გახდა.
ეგვიპტის საავიაციო წყაროს ცნობით, უზბეკეთის უშიშროების ძალების თანამშრომლებმა თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, გასულ თვეში EGYPTAIR -ის თვითმფრინავი, MS 804,რომლის ბორტზეც 66 მგზავრი იმყოფებოდა დადუდგენელი მიზეზწების გამო ხმელტაშუა ზღვაში ჩავარდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, EGYPTAIR-ს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.