გშსს-ს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილებაში ჯერჯერობით არ დასრულებულა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ლადო მენაბდეს დაკითხვა. ურეკის პოლიციაში უკვე მივიდნენ მისი ადვოკატი მანუჩარ გოგრიჭიანი და ოზურგეთის რაიონული პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე. შოთა კვაჭანტირაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შელაპარაკება მოხდა. მოსახლეობა მენაბდეს დანგრეული გზის კადრების გადაღებას არ ანებებდა. მათი არგუმენტი ასეთი იყო: ამდენი წლის განმავლობაში ურეკში არაფერი გაკეთებულა და ამაზე არ გაგიმახვილებიათ ყურადღება. ახლა კეთდება ნელ-ნელა ყველაფერი და არ მოგცემთ საშუალებას, დეზინფორმაცია გაავრცელოთ. თვითმხილველების თქმით, დაზიანებულია მენაბდეს ავტომანქანა.
ურეკის პოლიციის შენობასთან იმყოფებიან პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის"ერთ-ერთი სახე ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია მენაბდეს დაკავების შესახებ, პარტიის გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ლიდერები და ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლები, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ოზურგეთის საკრებულოს რამოდენიმე დეპუტატი.
ამავე თემაზე: რატომ დააკავეს რუსთავი 2-ის რეგიონალური კორესპონდენტი






































































