რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ტექნიკას აძლიერებს. აღნიშნულ ინფორმაციას UKRINE TODAY ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა ორი ახალი სატანკო დივიზია განალაგა, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტის განთავსებას აპირებს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრიანსკის რეგიონში ჯარების ზრდას ოფიციალურად არ ადასტურებს.
მათი თქმით, ჯარისკაცები სპეციალურ სამხედრო ობიექტებს დაიცავენ.
როგორც ცნობილია, ბელორუსიაში მოსკოვს აეროდრომი აქვს, სადაც სადესანტო ბრიგადა და გამანადგურებელი ტექნიკაა დისლოცირებული, ხოლო ამჟამად, ბრიანსკის რეგიონში, ქალაქ კლინცში არსებულ ძველ ბაზაზე მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკის განთავსება.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინცში ბაზა 2011 წელს ოფიციალურად დაიხურა, მაგრამ ცოტა ხნის წინ 300-ზე მეტი სამხედროს შეყვანა მოხდა.
როგორც ცნობილია, კლინცი, როგორც უკრაინიდან, ისე მინსკიდან, 50 კილომეტრითაა დაშორებული.
დამკვირვებლების თქმით, მოსკოვის მიზანია მინსკს და კიევს საკუთარი ძალა დაანახოს.