ხშირი ნალექის გამო, წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ააშენა რკინა-ბეტონის მონოლითური დამცავი კედლები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კლდის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.