მარსელში, ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების თამაშის შემდეგ გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში, გამომძიებლების თქმით, რუსეთის ნაკრების 150 გულშემატკივარია დამნაშავე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მარსელის პროკურორის ბრაის რობინის თქმით, ისინი ძალადობრივი ქმედებებისთვის წინასწარ იყვნენ მომზადებულები.
"რუსეთის ნაკრების 150 გულშემატკივარი წინასწარ კარგად იყო ძალადობრივი ქმედებებისთვის მომზადებული, რის გამოც დაპატიმრების თავიდან აცილება შეძლეს,"_განაცხადა პროკურორმა.
როგორც ცნობილია, სასამართლომ 10 ადამიანი დაუყონებლივ გაასამართლა, მათ შორის ექვსი ბრიტანელი, სამი ფრანგი და ავსტრიის მოქალაქეები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში რუსეთის ნაკრების ორი გულშემატკივარიც იმყოფება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარს რუსეთის პრემიერ-მინისტრი, იგორ ლებედევი გამოეხმაურა.
"რაც მარსელში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მოხდა გულშემატკივრების ბრალი არ არის. მომხდარმა საფრანგეთის პოლიციის უუნარობის გამოავლინა,"-ამბობს ლებედევი.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე რუსეთის გულშემატკივრები ქვეყანას არცხვენენ.
ამავე თემაზე
რა იკრძალება საფრანგეთში ევრო 2016-ის დასრულებამდე
ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და მარსელის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა