ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები არჩევნებამდე აღარ განხორციელდება.
"არა მგონია, სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს"- აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ განათლების მინისტრი კვირიკაშვილმა შეცვალა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას.
"არ არსებობს მკვეთრი კითხვები განათლების ყოფილ მინისტრთან, მაგრამ იმისთვის, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს განათლებას, უფრო მეტი ფული დაიხარჯოს, 4 თვეში სასწაულს ვერ გააკეთებს ახალი მინისტრი, მაგრამ ცდილობს სისტემა გააუმჯობესოს,"_ განაცხადა ივანიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ბეჭდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებს ხვდება.