საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების სავიზიტო ბარათი განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სოფლის მეურნეობის განვითარებაა.
"წინა ხელისუფლება კლავდა სოფლის მეურნეობას. ისინი ანგრევდნენ, ჩვენ ვაშენებთ. ნახეთ, დღეს რამდენი რამ კეთდება სოფლის მეურნეობაში – მელიორაცია, წყლის არხები. ახალი არაფერი მოგვიფიქრებია" – განაცხადა ივანიშვილმა.