აჭარის რეგიონს 3 დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, რაც საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს უკავშირდება, კერძოდ, ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოების ჩატარებას.
პროექტიდან გამომდინარე, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური
მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებიდან
გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს.
სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს.
რეგიონის მასშტაბით გაზის მიწოდება 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. აღნიშნული პერიოდი საჭიროა გაზმომარაგების
კომუნიკაციების განახლებისა და სამუშაოების სრულფასოვნად წარმოებისთვის რაც მომავალში მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას და
უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა ქვეყნისთვის, აჭარის
მოსახლეობისთვის, რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია.
აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით იმუშავებენ.
24 საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რათა შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს კომუნიკაციების შეცვლის პროცესი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში: მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46