საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცნობილ იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს შეხვდა.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს", _ ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფი ლორენს.
შეგახსენებთ, რომ სოფი ლორენი საქართველოში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის – "ნატვრის ხე" მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მიიმართება.