მანუჩარ მაჩაიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა, – ამის შესახებ მანუჩარ მაჩაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პატრიოტთა ალიანსის" დატოვების გადაწყვეტილება ორი დღის წინ სხვადასხვა მიზეზების გამო მივიღე. არჩევნების დროს ყველა პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა. უთანხმოება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მქონდა. ჩემთვის მიუღებელია, "პარტიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიაში იყოს "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის, დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილი. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, მე ამის წინააღმდეგი წავედი, სწორედ ეს გახდა მიზეზი "პატრიოტთა ალიანსის" დატოვების", _ განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ და დასძინა, რომ ის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
მისივე თქმით, ნიკოლოზ რამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" და ვანო მერაბიშვილის მეგობარია, რის გამოც მაჩაიძემ აღნიშნა, რომ "ასეთ ხალხთან ერთად პარტიაში ვერ ვიქნები".