ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი საკრებულოს სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდა.
"მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ჭავჭავაძის და კიდევ 5 ქუჩაზე გაკეთებულიყო გზაგამყოფები. მაგრამ მიუხედავად ამისა, საკრებულოს უმრავლესობამ მაინც მისცა თანხმობა მერს ამ ამ მართლაც უგვანო და საფრთხის შემცევლი პროექტების განხორციელებაზე. ჩემი ბრძოლის შედეგად მივაღწიე იმას, რომ მერს ხელი ავაღებინე ხუთ ქუჩაზე ამ სისულელის გაკეთებაზე", _ თქვა გოჩა ძიმისტარაშვილმა და ჭავჭავაძის ქუჩაზე გაშენებულ ნარგავებს "ტყე" უწოდა, რამაც საკრებულოს სხდომაზე დეპუტეტების სიცილი გამოიწვია.
"დარწმუნებული ხართ, მერს ხელი ააღებინეთ მაგ პროექტზე?"_ ჰკითხა საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატს და უთხრა, რომ როცა თქვენ მობრძანდებით ხელისუფლებაში შეგიძლიათ მაშინ გააკეთოთ ეს, მანამდე კი, ოზურგეთში ყველა ქუჩა გალამაზდება.
მასალას ვრცლად გაზეთ "გურია ნიუსის"ორშაბათის ნომერში წაიკითხავთ.