საქართველო ნატო-ს წევრი არ გახდება. აღნიშნული განცხადება VESTNIK KAVKAZA-ს ინფორმაციით, "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში ასევე ვერ მიიღებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირთან და ასევე არ გახდება ევროკავშირის წევრი.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
"ვაცხადებ, სრული პასუხისმგებლობით, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენთვის," _განაცხადა მან.