საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ყველა ზომები უნდა იყოს მიღებული და დაიხუროს მაგდა პაპიძის პროცესი. მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი და აღსრულდეს პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი. პროცესის დახურვას რა აზრი აქვს თუ ექიმი პირს მოაღებს და ტელევიზორში ყველანაირ პერსონალურ ინფორმაციას დაფქვავს. ჩვენი კანონმდებლობა ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა და ამას მოითხოვს ყველას, გარდაცვლილების, ბრალდებულის და საზოგადოების ინტერესები. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი რამ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და ჩვენი ყოყმანი ამ მხრივ სრულიად გაუმართლებელია", _ წერს დოლიძე.