2016 წლის 17 ივნისს ლიტერატურულ კაფე "რვას+1"-ში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მოსწავლეთა გაზეთ "რვას+1" -ის საიუბილეო პრეზენტაცია გაიმართა.
ორგანიზაცია მიმდინარე წელს 20 წლის გახდა და ზუსტად ამდენივე წლისაა აღნიშნული გაზეთი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვების თავისუფალ სიტყვას ემსახურება.
"განსაკუთრებით აღინიშნა გაზეთის იუბილე რადგან ის ორგანიზაციის სახეს წარმოადგენს", _ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა საუბარში ლიდერთა სკოლის მენეჯერმა ნონა სადრაძემ.
საიუბილეო პრეზენტაციისთვის საზოგადოების წევრების მონაწილეობით გადავწყვიტეთ აღნიშნვა, რადგან გვინდოდა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეეფასებინა და გამოევლინა მისთვის საუკეთესო სტატია და ავტორი.
დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ ლიდერთა სკოლის ყოფილი კურსდამთავრებულები არჩილ თალაკვაძე, ვახუშტი მენაბდე, გიორგი კეკელიძე, ანა აბაშიძე, ანა ბაქანიძე, გაზეთები "გურია ნიუსი", "ალიონი", "გურიის მოამბე"; "საქართველოს დემოკრატული განვითარების კავშირი, "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი", ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი, სამხატვრო გალერეა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გურიის გუბერნია
"გურია ნიუსის" სპეციალური პრიზი, თათია ქილიფთარს გადაეცა სტატიისთვის "არის თუ არა პრობლემა ბავშვთა საზიანო შრომა?".
საიუბილეო ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ლევან სიხარულიძე, ივა ხავთასი, ზურა თავართქილაძე, ავთო თავდიშვილი და ანა ხუგასიანი.
შეხვედრის ბოლოს ორგანიზაციამ დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით ლიდერთა სკოლის 10 კურსდამთავრებული დააჯილდოვა.