ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად დაუწესდეს.
წერილის ავტორები ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის. რუმინეთის და ბულგარეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრები არიან.
ისინი წერილში იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.
წერილი ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ევროკავშირის ელჩების სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივა დაბლოკეს.
წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმის მისაღებად შეასრულა ევროკავშირის ყველა პირობა და ახლა ევროკავშირმა უნდა გადადგას საპასუხო ნაბიჯი.