ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 12-ე კლასში გადასასვლელი გამოცდები დასრულდა.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 569 მოსწავლიდან მხოლოდ სამმა შეძლო ათი ქულის მიღება.
სამივე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის მოსწავლები არიან.
სალომე ვადაჭკორიამ და მარიამ ნიქაბაძემ ათ-ათი ქულა ბიოლოგიაში მიიღეს, მარიამ გიორგაძემ კი გეოგრაფიაში.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 12 კლასში გადასასვლელ გამოცდა 569 მოსწავლე დარეგისტრირდა.
მოსწავლეებმა ოთხ საგანში: გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში ჩააბარეს გამოცდები. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 569 მოსწავლიდან გამოცდებში 79 ჩაიჭრა
რესურსცენტრში ასევე გვითხრეს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს გამოცდების წარმატებულად ჩაბარება, მომავალ წელს შეეძლებათ ჩააბარონ.