https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება დაასრულა

12:06; 22.06.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. 

ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

"საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგაცნოთ გამოძიების შედეგები. 

გამოძიების მსვლელობის დროს დაიკითხა დაახლოებით 600 პირი. ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:
2014 წლის 14 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი მეგობარ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად მივიდა ქალაქ თბილისში პეკინის გამზირზე მდებარე იარაღის მაღაზია "დიანა“-ში. ნანეტაშვილს სურდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი. მაღაზიაში ყოფნის დროს კიწმარიშვილმაც გამოთქვა იარაღის შეძენის სურვილი და შეარჩია  ცეცხლსასროლი იარაღი. მომდევნო დღეს მან დაირეგისტრირა ჩზ-75 სისტემის პისტოლეტი (დანართი N1) და დაბრუნდა ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში (იხ.ვიდეო), სადაც იმყოფებოდა მეუღლესთან ია კიწმარიშვილთან ერთად. მეუღლის სახლიდან წასვლის შემდგომ, 15:05 საათზე, ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდა სახლიდან (იხ.ვიდეო). 16 საათსა და 47 წუთზე კი, მისი გვამი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა – გიორგი ხევიაშვილმა, თამაზ ბაწელაშვილმა, ვალერი ტატუაშვილმა, მერაბ დოლიძემ და ზაზა ბატიაშვილმა აღმოაჩინეს საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ავტოსადგომზე საკუთარ ავტომანქანაში  (დანართი N4).

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და მისი ადვოკატი, მანქანის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის ადგილზე აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს მარჯვენა საფეთქლის მხრიდან შემავალ და თავის ქალის მარცხენა უკანა მხრიდან გამომავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას. ეროსი კიწმარიშვილს, მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ჭრილის ანაბეჭდი ე.წ. "შტანცმარკა“ და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად (დანართი N5). ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებიდან მომენტალურად (დანართი N6). გარდაცვლილის ფეხებთან ეგდო პისტოლეტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შეიძინა ეროსი კიწმარიშვილმა. ამ იარაღიდან გასროლილი მასრა აღმოჩნდა სალონის უკანა მხარეს, ტყვია კი გაჭედილი იყო მარცხენა საყრდენში (დანართი N7, დანართი N8). მარცხენა საყრდენიდან ამოღებული ტყვია, ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზების დასკვნებით გასროლილია ეროსი კიწმარიშვილის იარაღიდან და გავლილი აქვს გარდაცვლილის სხეული (დანართი N9). ავტომანქანის სავარძლები და სალონის დეტალები მარცხნიდან მარჯვნივ გაშლის კლებადობით დაფარული იყო გარდაცვლილის სისხლის შხეფებით, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო, გენეტიკური, ბიოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები (დანართი N10).  შესაბამისი მიკრონაწილაკების ექსპერტიზით ასევე  დადგენილია, რომ ა/მანქანაში აღმოჩნდა მხოლოდ  კიწმარიშვილის მიკრონაწილაკები. ექსპერტების მიერ დამუშავდა ეროსი კიწმარიშვილის ტანისამოსიდან და ორივე ხელის მტევნიდან აღებული დენთის კვლები. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ კიწმარიშვილს სროლის დროს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამას მოწმობს იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც. (დანართი N12, დანართი N13, დანართი N14)

გამოძიების მსვლელობისას ასევე გაიშიფრა ყველა ვიდეოკამერა, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. მათ შორის ავტოფარეხის შესასვლელის მიმართულებით განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მიხედვით გარდაცვალების დღეს 17:00 საათამდე დროის შუალედში ავტოფარეხში შევიდა 10 ავტომანქანა და ორი ფეხით მოსიარულე პირი. ყველა მათგანი დადგენილია და დაკითხულია გამოძიების პროცესში. ესენი არიან კიწმარიშვილის მეზობლები და მათი მომსახურე პერსონალი, რომლებსაც მის გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი არ აქვთ.
გამოძიების მიმდინარეობისას, ზურაბ კიწმარიშვილის და მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი პირების გარდა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ექსპერტებმაც.

ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, ე.კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და ა/მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მიკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება. (დანართი N15, დანართი N16)

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში დაიკითხა კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი: მეუღლე, ძმა და შვილები. მათი  დაკითხვით რაიმე საეჭვო გარემოება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.  
გარდა ამისა, მოპოვებული ვიდეო მასალით, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიებამ მიიღო შემდეგი ინფორმაცია: ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რაიმე განსაკუთრებული ან დაძაბული ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია. მას სატელეფონო კავშირი ჰქონდა მხოლოდ მეგობრებთან, პოლიტიკურ თანამოაზრეებთან და ოჯახის წევრებთან. 

გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ჰქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, რა დროსაც იგი აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ეროსი კიწმარიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა თუმცა დამარცხდა, წინასაარჩევნო პროცესში მონაწილე პირების მიმართ კი დარჩა დავალიანება  120 000 ლარის ოდენობით. დაპირებული თანხის მიღების მოთხოვნით აღნიშნული პირები 2014 წლის 14 ივლისს საღამოს შეიკრიბნენ, და საპროტესტო აქცია გამართეს. ამის გამო საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პირები და ამავდროულად ეროსი კიწმარიშვილის მეგობრები: გიორგი ხევიაშვილი და თამაზ ბაწელაშვილი იმავე საღამოს შეხვდნენ ეროსი კიწმარიშვილს და საარჩევნო პროცესში ჩართული პირების მიმართ დავალიანების დაფარვა სთხოვეს. კიწმარიშვილმა მეგობრებს უთხრა, რომ თანხას მომდევნო დღეს მეუღლის მეშვეობით გამოიტანდა ბანკიდან და  მათ გადასცემდა. მეორე დღეს ზემოთ მითითებული პირები კვლავ მივიდნენ ეროსი კიწმარიშვილთან თანხის მისაღებად თუმცა კიწმარიშვილი მათ ავტოსადგომზე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი დახვდათ. 
ყოველივე აღწერილი ნათლად მიუთითებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს მკვეთრად იყო გაუარესებული მისი მატერიალური მდგომარეობა (დანართი N17, დანართი N18, დანართი N19, დანართი N20 და  იხ. ვიდეო№1, იხ. ვიდეო№2). 
საბოლოოდ, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ.  

გვინდა გამოვეხმაუროთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა მედია საშუალებებით. 

გამოძიების მიმდინარეობის დროს გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა გამოჩნდა საეჭვო პირი,  რომელსაც კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან. აღნიშნული არ არის სიმართლე. საქმე იმაშია, რომ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა და მისმა  ადვოკატებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების 15 ივლისის ჩანაწერები, რომელთა მიხედვით ეროსი კიწმარიშვილის ჯერ კიდევ სახლიდან გამოსვლამდე 16 წუთით ადრე, კადრში დაფიქსირდა შავ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი პირი (დანართი N23), რომელიც გვერდით ჩაუვლის კორპუსს და შეუჩერებლად გადაადგილდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული პირი არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან, რადგან ის, როგორც უკვე აღინიშნა, კორპუსთან შეუჩერებლად გადაადგილდა და გასცდა შემთხვევის ადგილს იმ დროს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული სახლიდან. 
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან უმალვე, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ტაქსის ნიშნით მოძრავი ავტომობილი, საიდანაც საეჭვო პირები გადმოვიდნენ და ავტოფარეხში ჩავიდნენ შემდეგ უკან დაბრუნდნენ და განაცხადეს ,,ეროსიმ თავი მოიკლაო“. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა. მან გამოძიებას მიუთითა, რომ ინფორმაციის წყარო  მისთვის უცნობი ქალბატონი იყო, რომელმაც ქუჩაში უამბო ზემოთ აღწერილის შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ  ინფორმაცია უფლებადამცველს გადასცა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მომუშავე სტილისტმა. აღნიშნული პირი დაიკითხა გამოძიების პროცესში, რა დროსაც მან განმარტა, რომ ტაქსის ნიშნით შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა მივიდა არა პოლიციის თანამშრომლების ეროსი კიწმარიშვილის კორპუსში მისვლამდე, არამედ მას შემდგომ და ეს ინფორმაცია სწორედ ასეთი სახით გადასცა უფლებადამცველს.  გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ტაქსის ნიშნის ავტომობილით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული პირები ატარებდნენ ოპერატიულ ღონისძიებას, რის გამოც მათ ავტომობილს ჰქონდა ტაქსის ნიშანი. ღონისძიების დასრულებისთანავე  კი სწორედ ასეთი ნიშნის მქონე ავტომობილით გამოცხადდნენ გამოძახებულ ადგილზე (დანართი N25 დანართი N26, დანართი N27,დანართი N28). 

გარდა ამისა, გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საეჭვოდ იქნა მიჩნეული სხვადასხვა გარემოება. თითოეული მათგანი საფუძვლიანად და დეტალურად შეისწავლა გამოძიებამ და დაადგინა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ზემოთ აღწერილ ვითარებას.  

კერძოდ, გამოძიების პირველივე სტადიაზე ცალკეული პირები სვამდნენ შეკითხვას: რატომ  დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, გამომძიებელი გამოძიებას იწყებს იმ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მას აქვს. მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს საკუთარ ავტომობილში, საფეთქელზე დაზიანებით და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული პირველადი ინფორმაცია სწორედ ზემოთ მითითებული მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლეოდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია კვალიფიკაციის შეცვლა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს დაბრკოლებას გამომძიებლისთვის შეისწავლოს და გამოიკვლიოს მომხდარის ნებისმიერი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ზემოთ მითითებული მუხლით, გამოძიების პროცესში განხორციელდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოების დეტალური კვლევა. 
რაც შეეხება საკითხს რატომ არ არის აღმოჩენილი იარაღზე იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის კვალი, აღნიშნული განპირობებულია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღის კონსტრუქციით. კერძოდ, ჩზ-75 -ის ზედაპირის უმთავრესი ნაწილი რელიეფურია (ე.წ. "ხორკლიანი“). მას აქვს როგორც ბორცვები ასევე გარკვეული ჩაღრმავებები. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის ანაბეჭდი კი, როგორც წესი რჩება გლუვი ზედაპირის მქონე საგანზე. იარაღი დათვალიერდა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მის მიერ წარმოდგენილი ექპერტების მონაწილეობით რა დროსაც ნათლად წარმოჩინდა ზემოთ აღწერილი გარემოებები. 
საგულისხმოა გამოძიების პროცესში შესწავლილი კიდევ ერთი გარემოება – ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებულ კამერაში ჩანს, რომ მას სახლიდან გამოსვლის დროს ეცვა ღია ფერის მაისური, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი გვამის მაისური იყო მონაცრისფრო რუხი ფერის. ამასთან გვამს ემოსა არამხოლოდ მაისური არამედ პიჯაკიც. პირველ რიგში მაისურის ფერთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში ექსპერტიზა ჩაუტარდა სადარბაზოში დამონტაჟებულ ვიდეო კამერას და აღმოჩნდა, რომ კამერა რეალურისგან განსხვავებულად აფიქსირებს ფერებს (დანართი N29). რაც შეეხება პიჯაკს, გამოძიებით მოპოვებულია ვიდო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ეროსი კიწმარიშვილის იარაღის მაღაზია ,,დიანადან“ გამოსვლის ფაქტი. კერძოდ, კადრში ჩანს მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ როგორ დებს ის პიჯაკს ავტომანქანის უკანა სავარძელზე. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებულია ასევე ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის პიჯაკის გარეშე შევიდა სახლში. შესაბამისად ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა პიჯაკი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მანქანასთან მისვლის დროს ჩაიცვა. 

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ავტოფარეხში დამონტაჟებული კამერა სპეციალურად იყო შეტრიალებული ისე, რომ გადაღება არ ეწარმოებინა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი დეტალურად არის შესწავლილი და დადგენილია, რომ ავტოფარეხში ვიდეოკამერის დამონტაჟება ეროსი კიწმარიშვილმა და მის მიერ დაქირავებულმა მძღოლმა რამდენიმე წლის წინ დაუკვეთეს ერთ-ერთ ორგანიზაციას. სისტემა განკუთვნილი იყო პირდაპირ რეჟიმში თვალთვალისთვის და არა ჩაწერისთვის. ამასთანავე, კამერის ობიექტივი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს სწორედ იმ მხარეს იყო მიმართული საითაც თავდაპირველი დამონტაჟების დროს. საქმე იმაშია, რომ კამერის დამონტაჟების დროს, ეროსი კიწმარიშვილი ავტომანქანას აჩერებდა ადგილზე, რომლისკენაც დღემდე მიმართულია ვიდეოკამერა, გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ კი, მან შეიცვალა ავტოსადგომი ხოლო კამერის ობიექტივის მიმართულება არვის აღარ შეუცვლია და დარჩა თავდაპირველი სახით (დანართი N30, დანართი N31). აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიდეოკამერა შემოწმების დროს იყო ძლიერად დამტვერილი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი ზედაპირიდან იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის კვალის ამოღება.

 ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ გამოძიება საბოლოო დასკვნამდე მივიდა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების სათანადო შესწავლის და გამოკვლევის შედეგად, რითაც გამოირიცხა სხვა ალტერნატიული ვერსიის ნამდვილობა. 
აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენს მიერ მომზადდა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13 სექტემბერი, 2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13 სექტემბერი, 2026

რა ინფორმაციას გამოაქვეყნებს ხვალ ეროსი კიწმარიშვილის ძმა

ოლიმპიური ჩირაღდნის ცერემონიაზე იაგუარი მოკლეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო