ქვაბღის უძველესი სკოლა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს რთულ გარემოში უხდებოდათ სწავლა და მუშაობა. ახლა მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აქვთ, რომელიც თანამედროვედ არის აღჭურვილი, გაიხსნა ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კაბინეტი, როგორც გვითხრეს, გაკეთდა სპორტული მოედანი. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.
მიმდინარე სასწავლო წელი ათმა მოსწავლემ დაამთავრა. თითოეულმა მათგანმა საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.