https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბატონო ჯანდაცვის მინისტრო, “ალდაგის” წარმომადგენელმა თვალსა და ხელს შუა გაგაცურათ!

8:06; 10.06.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ის საკმაოდ სერიოზული კომპანიის წარმომადგენელი და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი პირია, თუმცა, “გურია ნიუსისა” და უამრავი ექიმის თანდასწრებით, თანამდებობისთვის შეუფერებელი უპასუხისმგებლობით მოეკიდა მინისტრისთვის მიცემულ სიტყვას. ყველაფერი ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა. მის ვინაობასაც ამ წერილის ბოლოს შეიტყობთ.

_ ბატონო ზურაბ, კომპანია “ალდაგის” მიერ, რომელმაც ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო შეისყიდა, ხელფასების მომატება თუ იგეგემება? როგორც გავარკვიე, ქობულეთში, ქალთა კონსულტაციის ექიმების ხელფასი 100-120 ლარია, საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლის კი 160 ლარი. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?

_ ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გვაღელვებს. თქვენ კარგად იცით, რომ ხელფასების საკითხის ოდენობას სახელმწიფო არ წყვეტს. ანუ წყვეტს მმართველი კომპანია. სწორედ იმიტომ ჩამოვედი აქ, რომ გამეგო, რა ხდება. როგორც თქვენ ხართ ჩამოსული საკითხის შესასწავლად, ისე ვარ მეც. ბუნებრივია, ჩვენ კომპანიასთან გვექნება იმ საკითხზე საუბარი, თუ როგორია მათი სახელფასო ფონდი.

_ ქობულეთის სამშობიარო სახლი ხუთ თვეში უკვე მეორედ იყიდება. პირველი მეპატრონის, “იმედი ელ”-ის ხელში, ტესტირების შედეგად 90-მდე ადამიანი გაათავისუფლეს. “ალდაგი” ამბობს, რომ კიდევ მოხდება ტესტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ მორიგ შემცირებებს ექნება ადგილი?

_ კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია. წარმატებული ჯანდაცვის სისტემებში აბსოლუტურად ყველა მედპერსონალს _ ექიმებსაც და ექთნებსაც რეგულარულად უწევთ ტესტირების ჩაბარება. უნდა დაამტკიცონ, რომ მათი კვალიფიკაცია შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ეს ბუნებრივი და ნორმალური პროცესია.

თქვენ იცით, რომ “ალდაგი ბი სი აი” და “იმედი ელ” გაერთიანდა. შესაბამისად, “ალდაგი” არის ის კომპანია რომელსაც ჰყავს დაზღვეულები, ხოლო “ჩემი ოჯახის კლინიკა” არის მმართველი კომპანია. მათ აქვთ თავიანთი შიდა სტანდარტი. ბუნებრივია, აინტერესებთ, შიდა სტანდარტს როგორ შეესაბამება მედპერსონალის კვალიფიკაცია.

ჩვენ ტესტირება არ უნდა გავიგოთ, როგორც შემცირების აუცილებელი წინაპირობა. 70-საწოლიანი ახალი კლინიკა შენდება და “ალდაგი” და “ჩემი ოჯახის კლინიკა” გადაწყვეტს 70-კაციან კლინიკას რა რაოდენობის სამედიცინო პერსონალი სჭირდება. ამის ჩვეულებრივი სტანდარტი არსებობს. ისეთი კვალიფიციური პერსონალი, რომელიც აქ მუშაობს, არ დაიკარგება.

_ რაც შეეხება სტანდარტებს, ბატონო ზურაბ: ამავე შენობის გვერდით არის ტუბდისპანსერი. შენობაშივე კი, სანამ დედათა და ბავშვთა განყოფილებამდე მიხვალთ, უნდა გაიაროთ მთელი ინფექციური განყოფილება. ზოგიერთი ინფექციური დაავადება კი გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. ელემენტარულად, ფეხმძიმე ქალბატონს წითურა რომ შეეყაროს, ახალშობილი აუცილებლად რაიმე პათოლოგიით დაიბადება. ამ სტანდარტებს ვინ დაარეგულირებს და მსგავსი რისკების აცილება ვის ევალება?

_ ევროპასა და ამერიკაში, ყველა განვითარებულ ჯანდაცვაში ინფექციური დაავადებები, მათ შორის ტუბერკულოზიც, მრავალპროფილურ საავადმყოფოებშია ინტეგრირებული. ამიტომ არის, რომ ჩვენი სახელმწიფო სტანდარტით, ყველა ახლად აშენებულ საავადმყოფოში გათვალისწინებულია ინფექციური განყოფილება.

_ ოღონდ ცალკე, მოშორებით და არა საერთო შესასვლელში.

_ რა თქმა უნდა, ცალკე. ბუნებრივია, ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ ახალ კლინიკაზე, ვსაუბრობთ ძველზე, რომელსაც, ბუნებრივია, აქვს პრობლემები ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ახალ კლინიკაში ყველაფერი იქნება დაცული. თავისთავად, თუნდაც ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის პრაქტიკა მრავალპროფილურ კლინიკაში არანაირი სტანდარტის დარღვევა არ არის. ეს იყო საბჭოთა მოდელი, როდესაც ცალკე იყო გატანილი. ჩვენ თუ მივდივართ ევროპული ჯანდაცვისკენ, იქ ყველაფერი ინტეგრირებულია კლინიკაში და არანაირი საშიშროება არ არის. ნანახი მაქვს ყველა ახალი კლინიკა. ღრმად ვარ დარწმუნებული, სტანდარტები დაცულია. სხვანაირად არ გავცემდით ნებართვას.

სწორედ ამ კითხვის დასმის შემდეგ მინისტრმა მამაკაცზე მიგვითითა და გვითხრა: “აგერ არის მაგ დარგის სპეციალისტი და უფრო დეტალურად მოგახსენებთ ყველაფერს მაგ საკითხთან დაკავშირებით”.

“რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ყველაფერს დეტალურად აგიხსნით, ერთი წუთით, გავაცილებ მინისტრს და მოგახსენებთ ყველაფერს,” _ გვითხრა ზურაბ ჭიაბერაშვილის თანდასწრებით ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მინისტრს შეხვედრის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია.

მინისტრის მანქანაში ჩაჯდომა და ამ ადამიანის ჩქარი ნაბიჯებით საავადმყოფოს შენობაში შევარდნა, ერთი იყო. უკან მივდიეთ, მაგრამ ვერ დავეწიეთ და ვეღარც თვალი მოვკარით.

ბოლოს, გადავწყვიტეთ, გარეთ დავლოდებოდით. რადგან საავადმყოფოს ერთი შესასვლელი აქვს, გვერდს ვერ აგვივლიდა. ასეც მოხდა. დაგვინახა თუ არა, სათვალე გაიკეთა და ახლა უკვე ისეთივე ჩქარი ნაბიჯებით, საავადმყოფოს გასასვლელისკენ გაიქცა.

_ უკაცრავად, ჩვენ თქვენ გელოდებით ამდენი ხანია.

_ მე, მელოდებით? რატომ?

_ ათი წუთის წინ არ მითხარით მინისტრის თანდასწრებით, მე გაგცემთ კომპეტენტურ პასუხსო?!

_ ააა, გისმენთ და რა გაინტერესებდათ?

_ ჯერ მითხარით, ვინ ბრძანდებით, რომ ვიცოდე ვისგან მაქვს ეს კომპეტენტური პასუხი.

_ ერთი ის გვაქვს რა, ზოგადად ინტერვიუს მიცემისგან თავს ვიკავებ. თქვენ რაც თქვით, ინფექციურ დაავადებებზე, დამოუკიდებელი შემოსასვლელი აქვს ინფექციურს იქედან.

_ რომელი შემოსასვლელი? რომელიც მუდმივად ჩაკეტილია? წამობრძანდით, ვნახოთ ერთად.

_ ახლა როცა ინფექციური მოდის, მაშინ შედის…

_ ყველა ამ ერთი შესასვლელიდან შემოდის და ამას თქვენც ხედავთ. თქვენ ვინ ბრძანდებით?! იქნებ, მითხრათ სახელი და გვარი, როგორ მოგიხსენიოთ სტატიაში? მინისტრის თანდასწრებით ხომ შემპირდით რომ გამცემდით ამ კითხვაზე პასუხს, ახლა რატომ გარბიხართ?

ადამიანი, რომელსაც ძალიან ელემენტარულ კითხვაზე არ აღმოაჩნდა პასუხი, რომელმაც მინისტრისთვის მიცემული პირობა “კომპეტენტურ კომენტარზე” არ შეასრულა და რომელიც თავქუდმოგლეჯილი გაურბოდა “გურია ნიუსის” კითხვებს, “ალდაგი ბი სი აი”-ს შვილობილი კომპანიის, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფოს ახალი მეპატრონის, “ჩემი ოჯახის კლინიკის” საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი, გიგა ნემსაძე აღმოჩნდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, მის “კომპეტენტურობაში” ეჭვის შეტანის უფლება ნამდვილად აღარ გვაქვს”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ქუთაისში მიმავალ გზაზე საცობებია

შემდეგი შეხვედრა _ გურიაში!

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო