FRANCE 24-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი რეფერენდუმის ჩატარებით ევროპის ბაზარზე ხელმისაწვდომობას რისკავს.
ოლანდის განცხადებით, რეფერანდუმის შედეგად დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას სერიოზული შედეგები მოყვება.
"ქვეყნის კავშირიდან გასვლას, რომელიც გეოგრაფიულად, პოლიტიკურად და ისტორიულად ევროკავშირის ნაწილია, სერიოზული შედეგები მოყვება, საქმე ეხება უფრო მეტს, ვიდრე გაერთიანებული სამეფო კავშირის მომავალს, ეს ევროკავშირის მომავალია,"_აცხადებს ოლანდი.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში დღეს, რეფერენდუმის გზით გადაწყდება დარჩება თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში.
ამავე თემაზე:
„თუ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს ომის რისკი გაიზრდება“- კამერონი