მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ლარსის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გავრცელებული ინფორმაციით, დევდორაკის მთიდან ღვარცოფული მასა ჩამოდის, რის გამოც ხეობა ორივე მხრიდან ჩახერგილია.
ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ფოტო და ვიდეომასალას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
შენიშვნა: ვიდეომასალა გადაღებულია ანდრეი ვლასოვის მიერ