დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი ოქტომბერში გადადგება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კამერონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება.
როგორც ცნობილია, პრემიერი დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებდა, თუმცა მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.
"ბრიტანელმა ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირის დატოვებას და მათი ხმა დაცული უნდა იყოს,"_აცხადებს კამერონი.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირიდან გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში,ხოლო ევროკავშირში დარჩენას ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში დაუჭირეს მხარი.
ამავე თემაზე:
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს
ევროპელი მაღალჩინოსნებები დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აფასებენ