საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული, პირველი ტურნე წყნარი ოკეანის კუნძულებზე დაუმარცხებლად დაამთავრა. ბორჯღალოსნებმა ბოლო შეხვედრა ფიჯისთან გამართეს და 14-3 სძლიეს.
საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში სამი ტესტ მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა ფიჯის დამარცხების გარდა, ტონგა 23:20 დაამარცხეს და სამოას ნაკრებთან ფრედ 19:19 ითამაშეს.
ოკეანეთის ტურნეზე წარმატებული გამოსვლის შედეგად, საქართველოს ნაკრებმა რეკორდი დაამყარა და წაუგებელი მატჩების სერია 9-მდე გაზარდა. სამოა, ტონგა და ფიჯი ის გუნდებია, რომლებსაც ისეთი გუნდები ჰყავთ დამარცხებული, როგორიც ავსტრალიის, უელსის, საფრანგეთის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებია.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საქართველოში 27 ივნისს დაბრუნდება.