თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას დღეიდან აღარ განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
როგორც ხიდაშელმა განაცხადა, ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს.
''ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს'', _ განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.