თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დოლიძემ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა და სხვა სამსახურში მიდის, დამატებითი დეტალების შესახებ კი ის განცხადებას დღეს გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანა დოლიძე მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.