ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას უწყება არ ახდენს.
"ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ამომრჩევლებმა მიმართეს კითხვით და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ახდენენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას.
განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებსამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას.
აღსანიშნავია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენკენ ჭისყრისდღემდე (8 ოქტომბერი) ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი", _ აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.