https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაქცეულ დეპუტატს დადევნებული ამომრჩევლის ფიქრები

8:06; 30.06.2016
მკითხველი
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ქალბატონო რუსუდან! თქვენით მიყვარს გურია და გურულები… იმედიანი შემოდგომის მოლოდინით და უღრმესი პატივისცემით, თემურ ჭკუასელი, 2012 ზაფხული," _ ამ წარწერით მაჩუქა ბატონმა თეიმურაზ ჭკუასელმა თავისი წიგნი _ "კვამლის სინდრომი", რომელიც ჯერ სულმოუთქმელად გადავათვალიერე, მერე სულდათქმულად წავიკითხე და ისე მომეწონა, ჩემს სასასთუმლე წიგნებთან მივუჩინე ბინა. არავის ვათხოვე, არ დამიკარგონ-მეთქი. ისე, შუკაში გამრებთ ვაჩერებდი და ადგილებს ვუკითხავდი ამ წიგნიდან. ახლა? ახლა კარადის ბოლო უჯრის ბინადარია და თუ შესაძლებლობა მომეცა, მინდა ავტორს საჯაროდ დავუბრუნო! რა მოხდა? იკითხავთ, ალბათ.

ეს ამბავი ასე დაიწყო…

"მოროდს" (მეორე თოხი) ამთავრებდნენ მიდღემჩი თოხზე გადაკიდული და ხშირად მაინც უჭადოდ დარჩენილი გურულები, ხალხი რომ ღამეული ჩურჩულით "ჩამეიწვიენ", "ოცნების" ხალხი მოდის და გამოით ცენტრშიო! მეც მიმიწვიეს! მერე რა? რა და, წინა ხელისუფლებამ კეთროვანივით მომიძულა, როგორც "ანტი!" ხალხში არ "მაჩენდნენ", მაგრამ ეს ისევ მათთვის დარჩა წამგებიანი! მე ჩემს სათქმელს "გურია ნიუსით" უზარმაზარ აუდიტორიას ვაწვდი. იმდენი სიკეთე მე და თქვენც, "ცხრაწლიანებო", რამდენი "ვითომ აფერიო", მარა, დიდი ინტერესით კითხულობდით ჩემს სტატიებს. ჰოდა, იმას გეუბნებოდით,"შიშლოურეთ" გამოძვრა სოფლის ორღობეებიდან ხალხი და სტუმრებიც მოგვადგნენ.

ჰოი, საოცრებავ! გივი ჭიჭინაძე, თეიმურაზ ჭკუასელი, ზურა… ვიშოვე ნანატრი ასპარეზი და გადმოვალაგე ხალხის სატკივარი. თქვენი თითოეული სიტყვა ბიძინასთან მიგვაქვსო, _ გვითხრეს და მეც "დავაბარე" გივის და თემურს _ გადაეცით ბიძინას, უპირველესად განქართველების გზის დასასრულს მისულ ქართულ სკოლას უშველოს და "ახალი ქართველის" გამოყვანის პროცესი შეაჩეროს,-მეთქი.

_ მე თქვენ შეგახვედრებთ ბიძინას და თავად უთხარით თქვენი სათქმელი! _ ორჯერ გაიმეორა ჭკუასელმა.

ხალხიც გაშეშდა და მეც!

_ სად ცხოვრობთ? _ მკითხა.

_ აქვე ახლოს! _ ვუპასუხე.

_ მე თქვენთან სახლში მოვალ, _ მითხრა და მალევე შეასრულა.

საუბარი სისტემის შეცვლას, სკოლის და აღმოსავლეთ გურიის დიალექტის გადარჩენას ეხებოდა. წასვლისას ჩემი ნაწერიც გავატანე (მწარედ მეღიმება ახლა), მაგრამ უპოლიტიკოდ მაინც როგორ გავუშვებდი?!

_ ქალბატონო რუსუდან! მე პოლიტიკის არაფერი გამეგება, არაა მაგი ჩემი საქმე! მე დიდი ნაცნობობა მყავს და მხოლოდ ამ გზით შემიძლია ჩოხატაურს დავეხმარო… და გადაიარა "კარაბიაზე".

პირკატა მეცა!!! პარლამენტში უნდა შევიდეს კაცი და პოლიტიკის არაფერი გამეგებაო?!!! აგი რაფერ იქნება?! ვთქვათ და, ამ დიდი ნაცნობებით დაეხმარა ჩოხატაურს, იმ რაიონებმა რა ქნან, ვისი დეპუტატიც არ იცნობს მინისტრებს? აგია სამართალი? ანდა, თბილისიდან ბათუმს მიმავალი კაცი რას იტყვის, რომ ნახავს ამ აყვავილებულ ჩოხატაურს, ყველას დასაქმებულს, ყველას დაპურებულს, ყველა ავადმყოფს _ მორჩენილს, არ შეშურდება?! არ ვხუმრობ _ ასეთ ჭკუაზე ვიყავი მაშინ!

არჩევნებამდე

არჩევნებამდე, გზადაგზა ბევრი უხერხულობა იქმნებოდა, ერთმანეთში აზელილ ჭორ-მართალს, ხალხის "საოცნებოდ" მობილიზება სჭირდებოდა. მე კალმის გარდა, სხვა იარაღი არასდროს მქონია და "გეილია" აგი კალამი ჭკუასელის "სადიდებელი" სტატიების წერაში.

და სადაც ფეხი და კალამიც კი არ წვდებოდა, შვილებს ვაგზავნიდი.

არ გეშინოდაო, მკითხავთ, ალბათ, ძვირფასო მკითხველო! ვაღიარებ, მეშინოდა! მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ნამდვილად არ ვარ მშიშარა.

სექტემბრის დასასრულს, ბრძოლა გამძაფრდა სოფლებში, სადღეღამისო რეჟიმში რიგდებოდა ფული სიმწრით ნაშოვი. მართლა "საოცნებო" ხმები უკან დაითრიეს, ვინ ვალებს იხდიდა, ვინ ზამთრისთვის ემზადებოდა… შევშინდი და კორდინატორის თანხლებით ჭკუასელს ოფისში ვეწვიე. ავუხსენი საშიშროების შესახებ.

დაუძახეთ "ინფო 9"-ს, გადაუღეთ და მასალებს მიეცით მსვლელობა, _ იყო გულგრილი პასუხი. დავინახე, რომ ეს კაცი წაგებისთვის არ მოიკლავდა თავს და მე მერე რა უნდა მექნა?! ამას ემატებოდა შეუწყვეტელი სატელეფონო ზარები, მუქარა შვილიშვილების დაჭერით, ავტოავარიით. რაც უნდა მოხდეს, იმ სიტყვებს მუქარისას არასოდეს გავიმეორებ.

…და ჩამობრძანდა ივანიშვილი

გაბედულები ტრიბუნასთან იკრიბებოდნენ, გაუბედავები _ ფანჯრებიდან "იჭიტინებოდნენ". ამდენი თვის მანძილზე "ოცნების" მაისური ვერ ვიშოვე. კახა თედორაძემ მათხოვა თავისი (ამჟამად ერკეთის გამგებელი), ამიტომ დამაგვიანდა რაიონში ჩასვლა.

10 წუთში მოვა ბიძინა, თქვენ უნდა წარადგინოთო, _ მომნახა "ალეიაში" ბატონმა თემურმა. აქ ვჩერდები… დანარჩენი თქვენც გემახსოვრებათ, ძვირფასო მკითხველო!

"ნაბიძინარს" და ნაარჩევნალს

მიხეილ ჯავახიშვილის "გივი შადური" ბევრ თქვენგანს ექნება წაკითხული, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დამდევს ეს "ბედი მდევარი" და მომაკითხა "ნაბიძინარმაც". უცნაურ უხერხულობაში გავიხლართე _ კაი, ბატონო, ტელეფონს არ უპასუხებ ადამიანი, მაგრამ ჭიშკართან მომდგარ მანქანებს, ღამეულ სიგნალებს რას მოუხერხებ? არა მარტო ახლობელ-ნაცნობ-ნათესავები, სრულიად უცნობებიც მთხოვდნენ ბიძინასთან "საქმის ჩაწყობას". თურმე, ცოტაც დაიცადე! ნაარჩევნალიც ასეთი ტექსტით მოდიოდნენ _ თუ ბიძინასთან ვერა, ჭკუასელთან მაინც გამიკეთე საქმეო!!!

და ეს "პატარა" საქმეები სახსენებელიც არაა იმასთან, რაც ჩემს ოჯახს სასიცოცხლო პრობლემად ექცა, სულ მალე, არჩევნების შემდეგ და გრძელდებოდა სამი წელი! იცის ეს ამბები ჩოხატაურმა. … და დავრჩით ასე გათიშულები.

დიდხანს ვცდილობდი წონასწორობის შენარჩუნებას, რადგან მე თქვენ ძალიან მჭირდებოდით, ბოლოწვეთგადაწურული სიცოცხლის შესანარჩუნებლად. როგორც იქნა, გამოჩნდით. 2013 წლის 4 მარტს, დაახლოებით, 100 კაცს შორის მეც ვიდექი დეპუტატის მისაღებში. ოთახიდან თქვენი ხმადაბალი ყვირილი ისმოდა. ქალბატონები ლანძღვა-გინებით და ჩვენებური წყევლა-კრულვით გამოცვივდნენ გარეთ.

მალე თქვენც გააღეთ კარები _ უი, ქალბატონი რუსუდანიც აქ ყოფილაო, უკანვე შებრუნდით, მერე ისევ გამობრუნდით, არც შემომხედეთ და თითქმის, გაიქეცით გამგებლის კაბინეტისკენ. დაგედევნეთ, დავძლიე სიამაყე ცხოვრებაში ერთხელ, კარებთან მისულს დაგეწიეთ, ბუნდოვანი პასუხით მომიშორეთ და გამგებლის კაბინეტს შეეფარეთ.

მხრებჩამოყრილი ხალხი მორჩილად დაიშალა. თქვენ მალე გაემართეთ სადღაც, როგორც ხალხს დაუბარეთ, საავადმყოფოს საკითხზე. მე უკან გამოგყევით ჩუმად. თქვენ სადილზე შებრძანდით ერთ ოჯახში. გურულს ვინ ასწავლის მასპინძლობას და არც უსადილობა იქნება. სუფრაზე ჩემზე წამოჭრილი საუბრის თქვენეულ შეფასებას არ გავიმეორებ, თუ ძალიან არ გამიჭირდა. ახლა თავს იმართლებთ, თურმე, ხომ ვიყავი სერგეენკოსთანო… არ არის ასე. თქვენ დიმიტრი ხუნდაძემ შეგაგდოთ ნამუსზე, მოგიყვანათ გონს. მასთან ერთად იყავით მინისტრთან, თუმცა, მე არავითარი სახის დახმარება არ მიმიღია, მაგრამ გმადლობთ მაინც, ადამიანური მოპყრობისათვის, ბატონო დიმიტრი!

მალე აუცილებელი გახდა თქვენთან დარეკვა, გაჭირვებამ გულში ჩამიბრუნა წყენა და სიამაყე _ დაგირეკეთ.

_ თქვენ ნუ შეწუხდებით, მე თვითონ დაგირეკავთო,_ ასე მომიშორეთ!

არ დამირეკეთ! ვერ მომინელებია, რომ ისევ მე დაგირეკეთ. მთელი კვირა ასე გრძელდებოდა, ზარი გადიოდა, არ იღებდით! სხვისი ტელეფონით ვცადე. აიღეთ, მაგრამ მე გავთიშე!

… და დავრჩით ასე გათიშულები _ დეპუტატი თემურ ჭკუასელი და მე, ოღონდ, არა რუსუდან ბერიშვილი, არამედ ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელმაც მთელი ოჯახი _ მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და საკუთარი თავი "ოცნებას" მიუძღვნა. გმადლობთ, უფალო, რომ ადამიანთაგან განწირული შენ არ გამიმეტე და ხელი შემაშველე! ეს ყველაფერი იყო! წარსულში იყო!

ახლა რა უნდა იყოს?

პოლიტსაბჭოში აგირჩიეს, ბატონო თემურ, მაგრამ როგორც "გურია ნიუსიდან" შევიტყვეთ, "თურმე" დეპუტატობაზეც "დათანხმებდით", თუ ჩოხატაურელები და ლანჩხუთლები, არც მეტი, არც ნაკლები _ "შეგეხვეწებიან"!

როგორც გურულები იტყვიან, აი ამბავი, მართლა აფერს არ გავს!

სხვის საქმეში ვერ ჩავერევი, მაგრამ მე გავდივარ ამ შემხვეწებელთა კატეგორიიდან ყველა იმ ჩოხატაურელთან ერთად, რომლებმაც, თუნდაც ჩემი და ჩემნაირთა ხათრით (და არა გავლენით!) მხარი დაგიჭირეთ 2012-ში. არც ის დაგავიწყდეთ, "ოცნების" მაშინდელი უზარმაზარი რეიტინგის მიუხედავად, თქვენ 51,1% მიიღეთ ხმებისა, მანანა ჯინჭარაძემ კი _ 46,7%. ჩემს სოფელში მხოლოდ 23 ხმით აჯობეთ ჯინჭარაძეს და ეს ხმები "ფრჩხილით და ჭვანკითაა" მოპოვებული ქალაქიდან ჩამოსული ჩემი ყოფილი მოსწავლეებისაგან და სხვებისგანაც. კაი გული მოგცეთ ღმერთმა, თუ მართლა ისევ აპირებთ დეპუტატობას, თანაც თუ შეგეხვეწებით!

რასაც ვწერ, ამას შურისძიება არ ჰქვია, ეს საშინელი გულისტკივილია, რადგან "ეროვნული ფორუმი" (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ) და "ოცნება" ჩემთვის დედა-შვილობას წააგავს. ახლა კი? ყრილობა ჩატარდა, ვინ ჩაანაცვლა "ოცნებელები"? ამ მოვლენას (დიახ, ამას მოვლენას ვუწოდებდი) ვერ მოვუნახე სათანადო სახელი. როცა ასე "ვიჭედები", წიგნებში ვეძებ შველას. "გრძნობა, განცდა, რომელსაც იწვევს რაიმე უხერხული, სათაკილო მდგომარეობა; საძრახისი, შეუფერებელი საქციელის ჩადენის შეგნება" (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. VI გვ. 1064). ეს განმარტება ქართულ სიტყვას _ "უსირცხვილოს" ნიშნავს. კიდევ კარგი, ძალიან ბევრი არ იმსახურებს ასეთ შეფასებას. ბევრი განრისხდება, ეს რა გვაკადრესო! ვინც თავის თავს ამოიცნობს უსირცხვილოთა ჯოგში, მეტიც ეკადრება!

აბა, რა უნდა უწოდო კაცს ან ქალს, რომელმაც ყველაფერი იკადრა 2012-ში, ნაარჩევნალს კი, პირველსავე დილას გადაიცვა მაისური და 5-დან 41-მდე ახტა!

მერე რაო, გაიკვირვეს კიდეც! ჩვენ იატაქვეშ ვმუშაობდითო! ყველა რევოლუცია იატაქვეშეთიდან იწყება, მაგრამ მითხარით "იატაქვეშეთელები" რას აკეთებდით ჩვენს ფერხთ ქვევით? გვირაბს ხომ არ თხრიდით?! თქვენ რა გითხარით მე, რაფერი ხათრიანები ხართ!!!

 უმადურობა დიდი ცოდვაა და უნამუსობაც. ცოდვილი და უნამუსო უნდა იყოს ადამიანი, რომ არ დაინახოს უდიდესი სიკეთე, რაც ბატონმა ბიძინამ გაუკეთა საქართველოს ჩვენი დახმარებით. მიწა არ მზიდავს, რომ არ დავინახო დიდი მცდელობა და მონდომება ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობისგან… და მაინც უმძიმეს დღეშია ხალხი! "ოცნება" ძლიერი კი არა, უძლიერესი ძალა იყო 2012-ში, მაგრამ მალე იწყო დაბლა სვლა.

ისევ თავიდან აყროლდა თევზი! კოჰაბიტაციისთვის გზა არ უნდა მიგვეცა, ეს დასაწვავი სავარძლები ხომ მაგიურ ძალებს ფლობენ ყველა ხელისუფლებაში. კლანები, ჯიპები, რესტორნები და პრემიები _ არაფრის კეთებისთვის გაცემული სოლიდური თანხები. ამას ისევ უმუშევრობა, სამართლის ვერაღდგენაც დაემატა და ეს ყველაფერი სოციალური დახმარების მოხსნით "დაგვირგვინდა", ნაშრომ-ნაომარი ხალხი კედელზე მიაჭყლიტეს, ისევ უღირსნი წამოყელყელავდნენ და ცინიკურადაც კი უყურებენ წარსულს, რადგან, თურმე, "ყველაფერი სულერთი ყოფილა"!

ამ ყველაფრის ერთ-ერთი კანონმდებელი და წინამძღოლი თქვენც ხართ, ბატონო თემურ! მენანებით! დღეს თქვენი წიგნები ამოვიღე ბოლო უჯრიდან, კიდევ გადავხედე და ვიფიქრე _ ამათი დამწერი მართლა ეს კაცია? სიმღერა რად გინდათ, "ხასანბეგურაზე" დაწერილი სტატია სიმღერა არაა?!

მე ორ თემურ ჭკუასელს ვიცნობ _ ერთი უზომოდ ნიჭიერი კალმოსანი და განსაკუთრებით გურულებისთვის საყვარელი მწერალია (თუმცა, მის წიგნებს ნაკლებად იცნობენ); სიმღერაზე რაღა ვთქვა, კარგი იუმორი ხომ აქვს და აქვს! მეორე? მეორე თემურ ჭკუასელი (ჩემი აზრით) ის კაცია, რომელზედაც ამდენი ხანია გესაუბრებით. უცნაური კონტრასტია ამ ორ კაცს შორის, რის მიზეზიც, ქართული პოლიტიკის ტრადიციული და დაუსრულებელი შეცდომაა _ არაპროფესიონალიზმი! თოფი მეთოფემ უნდა ისროლოს, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, მწერალმა კი წეროს, მომღერალმა _ იმღეროს და ნინუცა ბებიას შეგონებები ასწავლოს გურულებს.

ერთსაც ვიტყვი _ თუ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში "ოცნება" წაიჩოქებს, ან ვინ იცის და სულაც დაიჩოქებს, ამაში ლომის წილი თქვენ გექნებათ, ბატონო თემურ, თუ დეპუტატობის გზას ისევ დაადგებით!

…და იმ წიგნზე წარწერას დავუბრუნდები _ ვერ დავინახე თქვენი სიყვარული ამომრჩევლისადმი, შემოდგომა კი 2012 -ში მართლა ბარაქიანი დაგიდგათ.

ახლა ერთი უსახლკარო შეყვარებულის ფანჯარასთან ატუზული ბიჭის სიმღერა გამახსენდა _ არაფერი გამაჩნია, მაგრამ მაინც გადმოდიო, _ გოგოს რომ ეუბნებოდა. იმ ბიჭისა არ იყოს, არ ვიცი, სად წაიყვანს "ოცნება" ხალხს.

რუსუდან ბერიშვილი,
ჩოხატაური, ერკეთი

რედაქციისგან: ჩვენ უცვლელად და უკომენტაროდ ვაქვეყნებთ ჩვენი მკითხველის ­­_ ქალბატონი რუსუდან ბერიშვილის წერილს. სურვილის შემთხვევაში, ბატონ თემურ ჭკუასელს საპასუხოდ დავუთმობთ შესაბმისს საგაზეთო ფართს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მკითხველი

რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს _ მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10:33; 4 აპრილი, 2025
მკითხველი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა

11:29; 19 ოქტომბერი, 2024
მკითხველი

“როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო”

09:11; 11 ნოემბერი, 2019
მკითხველი

მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

11:09; 19 სექტემბერი, 2019
მკითხველი

14 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და დაიღუპა

10:08; 12 აგვისტო, 2019

პარტიები წინასაარჩევნო გააქტიურებას ივლისიდან გეგმავენ

"ეს შინმოუსვლელის დაბრუნებაა"

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

4:46; 14.09.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო