ტრიუმფით დასრულდა ოზურგეთელ მომღერლებისთვის თბილისში ჩატარებული ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი.
ოზურგეთელმა მომღერლებმა სხვადასხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს.
ხალხური სიმღერის ახალგაზდული ანსამბლის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა მგალობელ- მომღერალთა გუნდმა "შემოქმედი" (ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, ოზურგეთი);
"საოჯახო ანსამბლი" – პირველი ადგილი დაიკავა გორდელაძეების ოჯახმა სოფელი ლიხაური;
"მგალობელთა გუნდი" – მესამე ადგილი დაიკავა ტრიო "ხელხვავი" (ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, ოზურგეთი);
ნომინაციაში "ქალთა ანსამბლი" – " გოგონათა გუნდმა" მესამე ადგილი დაიკავა (ხელმძღვანელი ნათია გორდელაძე, ოზურგეთი).
გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია გადასცეს.