ერთიან ეროვნულ გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 5% არ გამოცხადდა, რაც დაახლოებით 400-მდე აბიტურიენტია, _ ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე დაახლოებით 9300-მდე აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა 5 % არ გამოცხადდა.
მიმინოშვილის თქმით, გამოცდაზე 5 აბიტურიენტს დააგვიანდა და ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ.
როგორც ცნობილია, აბიტურიენტთა მეორე ნაკადი გამოცდებზე რეგისტრაციას 2 საათზე დაიწყებს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი საბოლოო შედეგი, პროცესს რამდენი აბიტურიენტი ვერ დაესწრო.